
როდის ავიღოთ მოსავალი საუკეთესო შედეგისათვის?
თქვენი მცენარისგან დატოვებული მოსავალი სწორ დროს უნდა აიღოთ და მისი აღება არც ისეთი მარტივია როგორც ჟღერს. მხოლოდ იმიტომ, რომ მცენარემ გამოიღო ყვავილედები და დამწიფებულს გავს, არ ნიშნავს, რომ უნდა მიადგეთ და ყველა მხრიდან გაკრიჭოთ.
რეალურად, კანაფის აღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მცენარის ცხოვრების ფინალური ციკლი გადამწყვეტია თქვენი ყვავილედების ხარისხისა და ეფექტებისათვის. გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ კანაფის გაზრდა თანხებთან არის კავშირში, ასე რომ დარწმუნდით რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის.
როდის ავიღოთ კანაფის მოსავალი?
სწორი დროის შერჩევა, წარმატებული ჰარვესტის გასაღებია. ყვავილობის პერიოდის დასრულებისას, თქვენი მცენარე დაკარგავს ფოთლებს, რადგან ყვავილედების გაძლიერება-წარმოებაზე იქნება ორიენტირებული. ეს სრულიად ნორმალურია და არ შეგაშინოთ.
თუ გინდათ, რომ მიიღოთ მაქსიმალური რაოდენობის ყვავილედები, აუცილებლად უნდა აიღოთ მოსავალი დროის სწორ ფანჯარაში. ამ ფანჯარაში ადრეულად აღებულ ყვავილედებს აქვთ უფრო მეტი THC, გვიან აღებულს მეტი CBD. სამწუხაროდ არ არსებობს კონკრეტული დრო და ასაკი, როდესაც მცენარე ასაღებია, რადგან ყველა ინდივიდუალურად იზრდება, აქვთ სხვადასხვა ყვავილობის პერიოდები და სხვადასხვაგვარად აწარმოებენ ყვავილედებს.
მიხუედავად ყველაფრისა, არსებობს რამოდენიმე ძირითადი მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ, ზუსტად როდის არის მცენარის აღება თქვენთვის ყველაზე მომგებიანი, ამისათვის მხოლოდ გამადიდებელი შუშა და კარგი მოთმინების უნარი გჭირდებათ.
Pistil (ბუსუსების) მეთოდი

პირველი მეთოდი, რომელსაც განვიხილავთ, არის “პისტილების” იგივე ბუსუსების მეთოდი. ამ მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ ბუსუსებზე დაკვირვებით მიხვდებით დამწიფდა თუ არა ყვავილედი.
თუ აქამდე არ გაგიგიათ, “პისტილები” არის თმის მსგავსი ბუსუსები, რომლებიც ყვავილედებს გარედან ფარავენ. მათ შეუძლიათ მინიშნება მოგვცენ ყვავილედების სიმწიფის შესახებ.
ყვავილობის ფაზის დასრულებასთან ერთად, პისტილები ფერს იცვლიან და თეთრიდან ნელ-ნელა ნარინჯისფერში, ბოლოს კი მუქ ყავისფერში გადაიზრდებიან და გვამცნობენ, რომ მცანარე დამწიფდა. THC-ს “პიკისთვის”, თქვენ უნდა აიღოთ მცენარე, როდესაც პისტილების 70% გაყავისფრდება. თუ თქვენ მოგწონთ (Stoned) გამაქვავებელი ეფექტები, აიღეთ მაშინ, როდესაც პისტილების 90% იქნება ყავისფერი.
ყველაფრის მიუხედავად ეს მეთოდი არ არის 100%-ით ზუსტი, რადგან კანაფი იზრდება ყველანაირი ფორმის, ზომისა თუ ფერის. მცენარის ზოგ ჯიშს ნატურალურად აქვს სხვა შეფერილობა, რაც დამწიფების პროცესის ასეთ იდენტიფიკაციას აპრობლემებს და აფერხებს.
ჩვენ გირჩევთ მეორე მეთოდს, რომლსაც ქვემოთ განვიხილავთ.
Trichome (ტრიქომების) მეთოდი

ტრიქომები არის მბრწყინავი, წებოვანი გამონაზარდები, რითიც თქვენი მცენარის ყვავილედები გარედან არიან დაფარული. ეს პატარები სავსე არიან THC-ითა და სხვა კანაბინოიდებით. ისინი არიან კიფისა და ჰაშიშის მთავარი ინგრედიენტები და წარმატებული ჰარვესტის გასაღები.
ტრიქომები შეუიარაღებელი თვალით კარგად არ ჩანს და რთულია მათზე დაკვირვება. მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, გამადიდებელი შუშით ან მაკრო ლინზით, დაინახავთ, რომ მათ განსხვავებული ფორმები და აგებულება აქვთ. ძალიან გვანან პატარა სოკოებს ფეხებითა და თავით.
პისტილების მსგავსად ტრიქომებიც იცვლიან ფერს სიმწიფესთან ერთად. თქვენ დაგჭირდებათ 30x-80x გამადიდებელი, რათა მკაფიოდ გაარჩიოთ და დააკვირდეთ მათ.
ტრიქომების შეფერილობის პროცესი ასეთია:
- გამჭვირვალე ტრიქომები (არ არის მზად ასაღებად)
- 50%-ით რძისფერი, თეთრი, ამღვრეული ტრიქომები (მსუბუქად დაუმწიფებელი, მზად არის ასაღებად)
- 70-80% ამღვრეული ტრიქომები (მეტი THC, მზად არის ასაღებად)
- ამღვრეული ტრიქომები ხდებიან ქარვისფერი (მეტი CBD, მზად არის ასაღებად)
- ყველა ტრიქომა ქარვისფერია (მოწიეთ თქვენი გააზრებული რისკით)
იმის აღმოჩენა, თუ რომელი ტრიქომაა გამჭვირვალე და რომელი ამღვრეულია, სათქმელად უფრო მარტივია, ვიდრე შესასრულებლად. ამის გარკვევას ჭირდება გამოცდილება, ვარჯიში და დრო.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ორივე ზემოთ ხსენებული მეთოდი ერთად, კომბინირებულად. უფრო მეტად დაკვირვებული ზრდა და მოვლა მცენარეზე, გაგხდით უკეთეს გროუერს. დაიმახსოვრეთ, რომ სწორი მოჭრა და გაშრობა არის საუკეთესო ხარისხის მოსავლის ფინალური ნაბიჯი.
განხილვა – როდის ავიღოთ მოსავალი?
- “სიმწიფის ფანჯარა” იხსნება მას შემდეგ, რაც მცენარე შეწყვეტს თეთრი პისტილების წარმოებას.
- უფრო მეტად ამღვრეული ტრიქომების არსებობა, ნიშნავს, რომ თქვენი მცენარე აღწევს THC შემცველობის პიკს. ვიმეორებთ, ყველა ჯიში სხვადასხვაგვარად იზრდება. გააჩნია რას ზრდით, იმოქმედეთ კონკრეტული შემთხვევის შესაბამისად.
- დროის გასვლასთან ერთად THC შემცველობა იკლებს და იმატებს CBD/CBN-ის შემცველობა. თუ გინდათ, რომ თქვენმა მოსავალმა ისე დაგარტყათ, როგორც ტონობით აგურების გროვამ, დაიცადეთ, სანამ ტრიქომები არ გახდება ქარვისფერი.
- ყველაფერი მაინც გენეტიკის საკითხია, თუ კარგი თესლი გაქვთ დათესილი, ყველაფერი კარგად ჩაივლის, მაგრამ თქვენ ვერ მიიღებთ იმაზე მეტ THC-სა და CBD-ს ვიდრე ეს თესლშია “ჩაპროგრამებული”.
- მოსავლის ადრე აღება ჯობს მის გვიან აღებას. გადამწიფებული მარიხუანა, არასასიამოვნო გამოცდილებაა. დაგვიჯერეთ.
- თუ არ ხართ დარწმუნებული, მოსავალი აიღეთ ნაწილ-ნაწილ. მოაჭერით ქვედა ტოტებზე არსებული ყვავილედები და გასინჯეთ, ასე უფრო მიხვდებით როდის იქნება სწორი დრო მოსავლის სრულად ასაღებად.
ბედნიერ გაზრდას გისურვებთ!
შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში