
White Widow – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის White Widow?
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ჯიშებიდან ერთ-ერთი არის White Widow (თეთრი ქვრივი), დაბალანსებული ჰიბრიდი, რომელიც პირველად ჰოლანდიაში შეჯვარდა Green House Seeds-ის მიერ. ბრაზილიური სატივასა და სამხრეთ-ინდური წებოვანი ინდიკას ნაჯვარი, რომელიც 1990 წლიდან, ჰოლანდიის თითქმის ყველა კოფიშოპში შეგხვდებათ. მისი თეთრი ფერის, კრისტალური, წებოვანი გარსით დაფარული ყვავილედები გაფრთხილებენ მოსალოდნელი საოცარი ეფექტების შესახებ. ძლიერი ეიფორიისა და ენერგიის ტალღა დაუყოვნებლივ ასტიმულირებს ტვინს და საუბრისა და კრეატივის ხასიათზე მოყავხარ. White Widow-ს გენეტიკამ საფუძველი ჩაუყარა ბევრი ცნობილი ჯიშის წარმოქმნას, როგორებიცაა, White Russian, White Rhino და Blue Widow. და მაინც, მებაღეების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს ორიგინალ თეთრ ქვრივს, რომლის ყვავილობაც 60 დღემდე გრძელდება დახურულ სივრცეში (Indoor) გაზრდისას.
White Widow-ის ეფექტები და მახასიათებლები
ეფექტები

სამედიცინო თვისებები

გვერდითი მოვლენები

White Widow-ის გენეტიკა და ინფორმაცია მისი გაზრდის შესახებ
ინფორმაცია გაზრდის შესახებ

ქიმიური შემადგენლობა

გენეტიკური მშობლები
სამხრეთ-ამერიკულ სატივა და სამხრეთ-ინდური ინდიკა
White Widow-ის არომატი

რჩევები White Widow-ის გაზრდასთან დაკავშირებით
გაზრდის ტექნიკა
პირველი შემჯვარებელი Green House Seeds რეკომენდაციას უწევს SCROG ტექნიკას White Widow-ს გაზრდის შემთხვევაში. წინასწარ მოიმარაგეთ ყველა საჭირო ნივთი თუ აღჭურვილობა გროუბოქსისთვის და შეუდექით ამ საოცარი ჰიბრიდის გაზრდას. ყურადღება მიაქციეთ ბადის ქვევით არსებულ ტოტებს და რეგულარულად გასხალით ისინი, რათა ადრეულად მოიშოროთ ზედმეტი ვეგეტაციური წამონაზარდები, რომ მათ არ შეაფერხონ ზედა ტოტების ზრდა, მაგრამ შეწყვიტეთ სხვლა ყვავილობის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე. White Widow კარგად იზრდება ჰიდროპონიკულ სისტემაშიც.
ყვავილობის დრო: 8-9 კვირა
მოსავლიანობა: დაბალიდან საშუალომდე
გაზრდის სირთულე: მარტივი
კლიმატი: რბილი, თბილი კლიმატი 21 °C-დან 25,5 °C-მდე
Indoor/Outdoor: White Widow ძალიან პრეტენზიულია ტემპერატურისა და გარემოს მიმართ, ასე რომ მისი გაზრდა რეკომენდირებულია დახურულ სივრცეში (Indoor), რათა წარმოქმნას თავისი ცნობილი თეთრი ფერის ყვავილედები.
კვება: ვეგეტაციურ ფაზაში მიაწოდეთ აზოტი, რათა გამაგრდეს და ჯანმრთელად იყოს ძირი. ყვავილობის ფაზაზე გადასვლის შემდეგ, ჩარეცხეთ ნიადაგი და მოამზადეთ უფრო ძლიერი სასუქები, მიაწოდეთ ფოსფორი.