
რატომ გვიშრობს კანაფი პირს?
კანაფის მოხმარებასთან ასოცირებული გვერდითი მოვლენებისგან, პირის გამოშრობა ყველაზე ხშირი ეფექტია. გაუხეშებული ენა და გართულებული ყლაპვა არავისთვისაა სასიამოვნო, როდესაც უკვე მოხმარებული გაქვს მწვანე ყვავილი და სასუსნავების ძებნას იწყებ. მაგრამ, რატომ გვიშრობს კანაფი პირს? ამაზე პასუხს სტატიაში გავიგებთ.
რატომ გვიშრობს კანაფი პირს?

კანაფის მოხმარებისას პირის გამოშრობის მიზეზი მდგომარეობს შემდეგში: მცენარის შემადგენელი ნაწილები, კანაბინოიდები და ტერპენები პირდაპირ მოქმედებენ უჯრედებზე, რომლებიც ნერწყვის სეკრეციას და შეჩერებას ახდენენ. მოწევისას, კანაფის მთავარი შემადგენელი კანაბინოიდი THC (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) უკავშირდება სპეციალურ უჯრედების ქსელს, რომელთაც კანაბინოიდური რეცეპტორები ეწოდება.
THC კანაფის შემადგენელი 100-მდე ქიმიური ელემენტიდან, კანაბინოიდებიდან ერთერთია.
ასეთი რეცეპტორები სხვადასხვა სახით გვხვდება ადამიანის სხეულსა და ტვინში. სწორედ ამ ქიმიური ელემენტებისა და რეცეპტორების უკუკავშირისას წარმოიქმნება ის ეფექტები, რომელთაც კანაფის მიღებისას ვგრძნობთ, ფსიქოაქტიური იქნება ეს ეფექტი თუ თერაპევტული.
კანაბინოიდების რეცეპტორები გვხვდება ადამიანების საყლაპავ ჯირკვლებთან. როდესაც მოვწევთ, შევისუნთაქვთ თუ ავაორთქლებთ, კანაფი კანაბინოიდების სრული შემადგენლობითა და ტერპენებით პირველად სწორედ პირის ღრუს გავლით უკავშირდება ორგანიზმს, გაივლის ფილტვებში და გადაეწოდება სისხლის მიმოქცევას.
როდესაც THC-ს მსგავსი კანაბინოიდები პირის ღრუში არსებულ რეცეპტორებს დაუკავშირდება, იწყება ნერწყვისა და პირის გამოშრობა.
3 გზა პირის გამოშრობის თავიდან ასარიდებლად

1) ჰიდრატაცია
პირის სიმშრალის მოსაშორებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზა ჰიდრატაციაა, ამიტომ ეცადეთ ყოველთვის იქონიოთ წყალი ახლომახლო. განსაკუთრებით კარგია ყინულებიანი წყალი, თუ დიდი ნაფაზის შემდეგ თავს უსიამოვნოდ გრძნობთ.
მიუხეადავად იმისა, რომ წყალი საუკეთესო მკურნალია, რამოდენიმე სწრაფ რჩევას მოგცემთ სიმშრალის თავიდან ასარიდებლად.
2) ხველების საწინააღმდეგო საწუწნი ტაბლეტები

საწუწნი კანფეტების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს პირის სიმშრალეს. მისი წუწვნის დროს ინსტიქტი უბიძგებს ჯირკვლებს ნერწყვის გამოყოფისკენ, საჭმლის მარტივად გადასაყლაპავად.
3) მჟავე არომატები

თუ ტკბილის ხასიათზე არ ხართ, ნებისმიერი მჟავე რამეც გამოდგება. მჟავე არომატების შეგრძნებისას, ორგანიზმი გამოყოფს ნერწყვს რათა გადაფაროს სურნელით მიღებული “დამწვრობა”. საინტერესო ფაქტია, რომ ასეთ დროს გამოყოფილი ნერწყვი შეიცავს უფრო მეტ ბიკარბონატის ესენციას, რაც ტუტე სუბსტანციაა სპეციალურად მჟავიანობის დასარეგულირებლად.
ამ ეტაპზე სულ ეს იყო, კომენტარებში დაწერეთ რა ტიპის სტატიების ხილვა გსურთ კანაპედიაზე!
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.