
კანაფის გენეტიკები: სკიტელსი (Zkittlez)
ძალიან ბევრ კანაფის მოყვარულს იზიდავს განსაკუთრებული არომატის მქონე მოსაწევი. Zkittlez-ი კი ნამდვილად ერთ-ერთი ლიდერია ამ საკითხში. მას ეგზოტიკური ციტრუსების ძალიან ტკბილი გემო დაჰყვება , მეეჭვება ასეთი გემრიელი რამე გაგესინჯოთ. Zkittlez შეიქმნა გრეიფრუტისა და Grape ape- ის შეჯვარებით. ჩრდილო კალიფორნიის ბრიდერებმა მოსაწევს მსგავსი სახელი იმიტომ დაარქვეს , რომ ხაზი გაესვათ მისი განსაკუთრებული არომატისათვის. მისი THC დონე 15-დან 23 პროცენტამდე მერყეობს , ის გემრიელია და ამავდროულად ძლიერიც. ყვავილი იმდენგვარ შეფერილობას იღებს , ცისარტყელა გეგონებათ. ის ისეთ ლამაზია , რომ შეიძლება მოჭრის დროს ხელიც კი აგიკანკალდეთ. Zkittlez- ის რამდენიმე ფენოტიპი არსებობს , მაგრამ ძირითადად ის წითელი , სტაფილოსფერი და მწვანეა. ტრიქომის შემცველობა ძალიან მაღალია , ნარინჯისფერ ბუსუსებზე თეთრი წერტილების კომბინაცია კი ძალიან ლამაზ პროდუქტს ქმნის . ფოთლები საკმაოდ მუქია , რაც დამატებით ალამაზებს მცენარეს. ეს არის ჰიბრიდი ინდიკას დომინირებით. ასე ,რომ ინდიკას მოყვარულებისთვის იდეალური პროდუქტია. პირველი ნაპასის დარტყმისას შესაძლოა მომჟავო გემო იგრძნოთ , თუმცა სიმჟავე მალევე იცვლება გასაოცარი ხილის გემოთი . მოყვანისას რეკომენდირებულია ნახშირის ფილტრების დაყენება . თუ რამდენიმე მსგავსი ჯიშის კანაფს გაზრდით , ოთახში შესვლისას აუცილებლად დაინახავთ ულამაზესი ფერების სინთეზსა და მრავალფეროვნებას.