Zkittlez OG Auto – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე

რა არის Zkittlez OG Auto?

Barney’s Farm-ის გამოცდილ ბრიდერებს (Breeder – შემჯვარებელი) დიდხანს ძებნა არ დაჭირდათ და აღმოაჩინეს არაერთ გზის პრიზების მფლობელი OG-ისა და პირისჩამატკბარუნებელი Zkittlez-ის ნაჯვარი მცენარე, დაამატეს ამას უძლიერესი ავტომოყვავილე გენეტიკა და მიიღეს Zkittlez OG Auto.

Zkittlez OG Auto – ეს არის დაბალანსებული ჰიბრიდი, რომელიც არის მარტივი, სწრაფი და შედეგიანი გასზარდელი, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე. თქვენ უბრალოდ დააყენეთ განათების ციკლი დღეში 20 საათზე, დათესეთ Zkittlez OG Auto ნიადაგში თუ ჰიდროპონიკაში და უყურეთ მის “გაგიჟებას”.

Indoor-ში გაზრდისას მცენარე არ გაიზრდება 1-1.3 მეტრის სიმაღლეზე მეტი, ამიტომ მისი გაზრდა არ წარმოადგენს პრობლემას ადგილის სიმცირის შემთხვევაში. სთრეინის კიდევ ერთი პლუსია გამძლეობა სოკოსა და კანაფის მავნებლების წინააღმდეგ.

დაახლოებით 30 დღიანი ვეგეტაციის შემდეგ, მცენარე ავტომატურად დაიწყებს ყვავილობას და მოგიტანთ მოსავალს რეკორდულ დროში! მისი მთლიანი სასიცოცხლო ციკლი დათესვიდან დასრულებამდე მხოლოდ 70-77 დღეა. ელოდეთ საკმაოდ კარგ მოსავალს, 600 გრ/მ2 Indoor-ზე, 400 გრამამდე Outdoor-ზე გაზრდისას.

მცენარეს აქვს საოცრად მიმზიდველი ტროპიკული არომატი და ტკბილი გემო, გამოირჩევა საკმაოდ მაღალი, 20-23% THC-ის შემცველობით, რაც მას საკმაოდ ეფექტურს ხდის მოსახმარად, როგორც თერაპევტული, ასევე რეკრეაციული მოხმარებისთვის. ხშირია გამოწერა თავისტკივილისა და უძილობის წინააღმდეგ.

Zkittlez OG Auto-ის ეფექტები და მახასიათებლები

ეფექტები

სამედიცინო თვისებები

გვერდითი მოვლენები

Zkittlez OG Auto-ის გენეტიკა და ინფორმაცია მისი გაზრდის შესახებ

ინფორმაცია გაზრდის შესახებ

ქიმიური შემადგენლობა

გენეტიკური მშობლები

Zkittlez (სატივა), OG (ინდიკა), Ruderalis

Zkittlez OG Auto-ის არომატი

რჩევები Zkittlez OG Auto -ის გაზრდასთან დაკავშირებით

გაზრდის ტექნიკა

გაზარდეთ Indoor-ზე, კარგად შეზავებულ ნიადაგში ან ჰიდროპონიკაში. არ გამოიყენოთ სტრეს-ტექნიკები, მცენარეს აქვს პატარა სასიცოცხლო ციკლი, ამიტომ ის ვერ გადაიტანს სტრესს და გაეწელება ყვავილობა.

ყვავილობის დრო: 6-7 კვირა

მოსავლიანობა: საშუალოდან მაღლამდე

გაზრდის სირთულე: მარტივი

კლიმატი: საშუალო, მშრალი კლიმატი, ყვავილობაში დაბალი ტენიანობა, იდეალური ტემპერატურა 19-27 °C

Indoor/Outdoor: უკეთ იზრდება Indoor, რადგან შესაძლებელია ტენიანობისა და სასუქის მიცემის უკეთესად კონტროლი.

კვება: დიდი ყვავილედები, ნიშნავს სერიოზულ კვებას ყვავილობის პერიოდში. მიეცით ფოსფორი და დააკვირდით ყვავილედების განვითარების პროცესს, რომ შეძლოთ თავის დროზე ჩარეცხვა და არ გადაამწიფოთ მცენარე. თავიდანვე მიაწოდეთ აზოტის საკმაო რაოდენობა, რადგან 1 თვეში მოასწროს ტოტების განვითარება.

დამატებითი ინფორმაცია

THC-ს შემადგენლობა: 20-23%

CBD-ს შემადგენლობა: 0.4-0.9%

სიძლიერე: ძლიერი

გენეტიკა: 50/50-ზე სატივასა და ინდიკას ნაჯვარი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.