კანაფის გენეტიკები: სკიტელსი (Zkittlez)

ძალიან ბევრ კანაფის მოყვარულს იზიდავს განსაკუთრებული არომატის მქონე მოსაწევი.Zkittlez-ი კი ნამდვილად ერთ-ერთი ლიდერია ამ საკითხში.  მას ეგზოტიკური ციტრუსების ძალიან ტკბილი გემო დაჰყვება  , მეეჭვება ასეთი გემრიელი რამე გაგესინჯოთ. Zkittlez შეიქმნა გრეიფრუტისა და Grape ape- ის შეჯვარებით.  ჩრდილო კალიფორნიის ბრიდერებმა მოსაწევს მსგავსი სახელი იმიტომ დაარქვეს , რომ ხაზი გაესვათ მისი განსაკუთრებული არომატისათვის. მისი THC დონე 15-დან 23 პროცენტამდე მერყეობს , ის გემრიელია და ამავდროულად ძლიერიც.  ყვავილი იმდენგვარ შეფერილობას იღებს , ცისარტყელა გეგონებათ.  ის ისეთ ლამაზია , რომ შეიძლება მოჭრის დროს ხელიც კი აგიკანკალდეთ. Zkittlez- ის რამდენიმე ფენოტიპი არსებობს , მაგრამ ძირითადად ის წითელი , სტაფილოსფერი და მწვანეა. ტრიქომის შემცველობა ძალიან მაღალია  , ნარინჯისფერ ბუსუსებზე თეთრი წერტილების კომბინაცია კი ძალიან ლამაზ პროდუქტს ქმნის . ფოთლები საკმაოდ მუქია , რაც დამატებით ალამაზებს მცენარეს.  ეს არის ჰიბრიდი ინდიკას დომინირებით.  ასე ,რომ ინდიკას მოყვარულებისთვის იდეალური პროდუქტია. პირველი ნაპასის დარტყმისას შესაძლოა მომჟავო გემო იგრძნოთ , თუმცა სიმჟავე მალევე იცვლება გასაოცარი ხილის გემოთი .  მოყვანისას რეკომენდირებულია ნახშირის ფილტრების დაყენება . თუ რამდენიმე მსგავსი ჯიშის კანაფს გაზრდით , ოთახში შესვლისას აუცილებლად დაინახავთ ულამაზესი ფერების სინთეზსა და მრავალფეროვნებას.

დატოვე კომენტარი

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი კანაპედიას კლუბის წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.