რა არის CBD? – რას ნიშნავს კანაბიდიოლი?

ყველა საუბრობს CBD-ზე და მის სასარგებლო თვისებებზე. CBD (სიბიდი) – ეს ტერმინი ტელევიზიაში ნახე, ახალ ამბებში გაიგე თუ უბრალოდ მეგობარმა ახსენა შენთან, სავარაუდოა რომ მან შენი ყურადღება მიიქცია.

ყველაფრის მიუხედავად, CBD-ს შესახებ სწორი და გასაგებად ახსნილი ინფორმაციის პოვნა ნამდვილად რთულია.

სწორედ ამიტომ მოვამზადეთ სახელმძღვანელო ყველა ახალი მომხმარებლისთვის, რომელსაც აქვს სურვილი გაიგოს მეტი CBD-ს შესახებ, მაგრამ არ აქვს დრო ინტერნეტში დიდხანს ძრომიალისთვის, როდესაც არ იცის რომელი ინფორმაციია მართალი და რა ფაქტებია გაბერილი.

განაგრძე კითხვა რათა გაიგო რა არის CBD, რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას და მოუხდება თუ არა მისი მოხმარება შენ ცხოვრების სტილს.

რა არის CBD?

CBD – სრული სახელით Cannabidiol (კანაბიდიოლი), არის ერთ-ერთი ორი ყველაზე გავრცელებული კანაბინოიდებიდან, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება კანაფის მცენარეში.

ეს კანაბინოიდები არიან აქტიური ქიმიური ნაერთები, რომლებიც პასუხს აგებენ კანაფის სარგებელზე.

სანამ CBD-ში დეტალურად ჩავიხედებით, აუცილებელია იცოდე ერთი რამ, მიუხედავად იმისა რომ, CBD-ს კანაფის მცენარე აწარმოებს, CBD-ს არ შეუძლია დაგაბოლოს – იმიტომ რომ ფსიქოაქტიური არ არის.

დაბოლებას იწვევს სხვა კანაბინოიდი – THC (Tetrahydrocannabinol, ტეტრაჰიდროკანაბინოლი).

საიდან ჩნდება CBD?

კანაფის მცენარე 400-ზე მეტი ქიმიური ნაერთისგან შედგება, მათგან 113 იდენტიფიცირებულია როგორც კანაბინოიდები და უნიკალურია მხოლოდ კანაფის ოჯახის მცენარეებისთვის.

CBD-ს ზეთის წარმოება შესაძლებელია ორი სხვადასხვა ტიპის კანაფის მცენარისგან – ჰემპისა და მარიხუანასგან.

ჰემპი vs მარიხუანა

ჰემპი და მარიხუანა არიან კანაბის სატივას (Cannabis Sativa) ოჯახის ორი სახეობა. მიუხედავად იმისა რომ ორივე ერთი წარმომავლობის მცენარეა, მათი ქიმიური შემადგენლობის პროფილი (ქემოტიპი) რადიკალურად განსხვავებულია.

ორივე სახეობა შეიძლება გამოვიყენოთ CBD-ს მისაღებად ერთნაირი სასარგებლო თვისებებით.

CBD შეიძლება ვაწარმოოთ ჰემპის ან მარიხუანას ყვავილედებით, და მათ შორის განსხვავება ის იქნება რომ, მარიხუანასგან ნაწარმოებს, ჰემპისგან განსხვავებით მეტი სიძლიერე ექნება, იმის გამო რომ THC და CBD ერთად სხვაგვარად მოქმედებენ ორგანიზმში.

მაგრამ ფაქტია, ჰემპისგან წარმოებული CBD, ასევე ახდენს საკმაოდ მდიდარ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების სიის დემონსტრაციას.

გადახედე ქვემოთ მოცემულ ცხრილს, რათა გაიგო უფრო დეტალური განსხვავება ამ ორ მცენარეს შორის:

თვისებებიჰემპიმარიხუანა
ეს მცენარე კანაფია?კიკი
ქიმიური შემადგენლობამაღალი CBD / დაბალი THC (<0.3%)მაღალი THC (5%–35%) / საშუალო-დაბალი CBD (<1%)
ფსიქოაქტიურია?არაკი
კულტივაციის პირობებიადაპტირდება თითქმის ნებისმიერ კლიმატთან, საჭიროებს მინიმალურ მოვლასკულტივირდება ფრთხილად კონტროლირებადი კონდიციების ქვეშ
გამოყენებასაკვები, დანამატები, ტანსაცმელი, თოკი, მშენებლობა, ავტომობილებისამედიცინო და რეკრეაციული გამოყენება

როგორ მუშაობს CBD?

რომ გაიგო რა სარგებლის მოტანა შეუძლია CBD-ს შენთვის, პირველ რიგში უნდა გაიგო როგორ მოქმედებს ის შენს სხეულსა და ტვინზე.

მთავარი ტერმინი ამ სექციაში იქნება “ენდოკანაბინოიდური სისტემა” (The Endocannabinoid System (ECS)).

არ გეცნობა ეკს?

ვეცდებით ყველაფერი მაქსიმალურად გასაგებად და ნათლად აგიხსნათ.

რა არის ენდოკანაბინოიდური სისტემა

არსებითად, ენდოკანაბინოიდური სისტემა არის რეცეპტორებისა და ნეიროტრანსმიტერების კომპლექსური ქსელი, რომელიც მდებარეობს მთელ სხეულში, ყველაზე მაღალი კონცენტრაციით ნერვულ და იმუნურ სისტემებში. მისი როლი არის სხეულის სხვადასხვა ორგანოების ჰომეოსტაზის შენარჩუნება.

მკვლევარები კამათობენ იმის შესახებ, რომ ეკს არის იმპერატიული სისტემა და ხიდი ორ ზემოაღნიშნულ, ნერვულ და იმუნურ სისტემას შორის.

ეს სისტემა რეგულირდება ადამიანის ორგანიზმში წარმოქმნილი ორი ქიმიკატით — ანანდამიდი და 2-არაქიდონოილგლიცეროლი (2-AG). ეს არის ორი ყველაზე კარგად შესწავლილი ენდოკანაბინოიდი.

ენდოკანაბინოიდური სისტემა აკონტროლებს ძირითად ბიოლოგიურ ფუნქციებს ორგანიზმში, მათ შორის:

  • იმუნური ფუნქცია
  • შემეცნებითი ფუნქცია
  • ტკივილის გადაცემა
  • მეხსიერება
  • განწყობა
  • ნაყოფიერება და ორსულობა
  • მადა
  • სხეულის ტემპერატურა

ეკს მოიცავს რეცეპტორების ორ ძირითად ტიპს, თითოეულს ოდნავ განსხვავებული თვისებები აქვს. მათ უწოდებენ CB1 და CB2 რეცეპტორებს.

CB1 რეცეპტორები

CB1 რეცეპტორები განლაგებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ტვინი და ზურგის ტვინი), ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის ზოგიერთ უბანში (სხეული).

ამ რეცეპტორების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია შეიძლება მოიძებნოს ტვინის 3 ძირითად განყოფილებაში:

  • კორტექსი (The Cortex) (აკონტროლებს ტვინის ყველა მაღალ ფუნქციას)
  • ბაზური განგლიები (The Basal Ganglia) (წარმოქმნის დოპამინს)
  • ჰიპოკამპუსი (The Hippocampus) (გადამწყვეტ როლს თამაშობს შემეცნებითი ფუნქციის შესრულებაში)

CB1 რეცეპტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ განწყობის, მეხსიერების, მადის, ძილის, რეპროდუქციის, ტკივილის გადაცემის და გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის რეგულირებაში.

იცნობ თუ არა კანაფის ამ მრავალი ეფექტიდან რომელიმეს?

ეს იმიტომ ხდება, რომ ქიმიკატები, როგორიცაა THC, ძალიან ჰგავს ანანდამიდს თავისი ქიმიური სტრუქტურით და, შესაბამისად, შეუძლია მისი მოქმედებების მიბაძვა CB1 რეცეპტორებზე.

CB2 რეცეპტორები

CB2 რეცეპტორები ძირითადად გვხვდება სისხლში და იმუნურ უჯრედებში. იმუნური უჯრედები პასუხისმგებელნი არიან ვირუსების, ბაქტერიების და კიბოს უჯრედების იდენტიფიცირებასა და განადგურებაზე. სწორედ ამ სისტემის საშუალებით გთავაზობთ CBD ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების დიდ ნაწილს.

მაგრამ რატომ აქვს CBD ამდენი დადებითი ეფექტი სხეულზე?

CBD არის CB1 და CB2 მოდულატორი, რაც მათ უფრო მგრძნობიარეს ხდის ანანდამიდის მიმართ. ეს ხელს უწყობს ორგანიზმში ქიმიური სტაბილურობის შენარჩუნებას, ჰიპოაქტიურობის გაზრდას და ჰიპერაქტიურობის შემცირებას.

CBD ასევე ურთიერთქმედებს სხვა რეცეპტორებთანაც.

მაგალითად, მას შეუძლია ტკივილის შემსუბუქება ვანილოიდური რეცეპტორების და ოპიოიდური რეცეპტორების სტიმულირებით. ორივე არეგულირებს ტკივილის გადაცემას სხეულიდან ტვინში. ყოველ ჯერზე, როდესაც ეს რეცეპტორები აქტიურდებიან, ისინი ამცირებენ ტკივილის სიგნალს, ამიტომ ტვინი ფილტრავს ამ შეგრძნებას.

თუმცა, CBD-ს ასევე შეუძლია სახეულთან ურთიერთქმედება რეცეპტორებისგან დამოუკიდებელი რამოდენიმე მარშრუტით. ფაქტობრივად, CBD მოქმედებს 60-ზე მეტ მოლეკულურ გზაზე ორგანიზმში.

CBD-სა და THC-ს შორის განსხვავების ახსნა

როგორც ზემოთ აღინიშნა, THC და CBD ორივე კანაბინოიდებია, ქიმიკატები, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება კანაფის მცენარეში. უფრო მეტიც, თითოეულ მათგანს აქვს უნიკალური და მსგავსი ეფექტები და სარგებელი, რომელსაც ხშირად ეძებენ მთელი რიგი თერაპიული მიზნებისთვის.

THC-სა და CBD-ს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ ეს უკანასკნელი არ არის ფსიქოაქტიური. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ვერ დაგაბოლებთ. ითვლება, რომ CBD უფრო მეტ გავლენას ახდენს სხეულზე, ხოლო THC აჩვენებს უფრო მეტ აქტივობას ტვინში.

საინტერესოა, რომ CBD-ს შეუძლია შეცვალოს THC-ის ფსიქოაქტიური ეფექტები ერთდროულად მიღებისას. ეს არის ნაწილობრივ მიზეზი იმისა, რომ მაღალი CBD-ს შემცველი შტამები ჩვეულებრივ მიიჩნევა “დაბალი ხარისხის ბალახად” ადამიანების მიერ, რომლებმაც არ იციან CBD-ს სარგებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, CBD და THC რამდენიმე დეტალით მნიშვნელოვნად განსხვავდება:

CBDTHC
არა-ფსიქოაქტიურიფსიქოაქტიური
CB1 & CB2 მოდულატორიCB1 & CB2 სტიმულატორი
ბლოკავს ტკივილსგანაქარვებს ტკივილს
მადის მსუბუქი დამთრგუნველიმადის ძლიერი ბუსტერი
ანტიეპილეფსიურიშეუძლია გააძლიეროს CBD-ის ანტიეპილეფსიური ეფექტები
საუკეთესოა შფოთვის, ანთების, ტკივილისა და ძილის საერთო დარღვევებისთვისსაუკეთესოა ეიფორიული ეფექტისთვის, ფოკუსირებისა და მადის სტიმულირებისთვის
ძირითადი ეფექტის შეგრძნება ტანზეცერებრალური შეგრძნება, ძირითადად ტვინზე
გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს ძილიანობას და პირის სიმშრალესგვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს შფოთვას, თავბრუსხვევას და ფიზიკურ “სავარძელზე მიჯაჭვულობას”

რას აკეთებს CBD?

CBD-ის ეფექტის მიღმა არსებული მეცნიერება ძალიან საინტერესოა, რაც სკოლაში ალბათ არასოდეს გსმენიათ.

ვინაიდან ენდოკანაბინოიდური სისტემა ინარჩუნებს ქიმიურ ბალანსს ორგანიზმში (ზემოქმედებს მრავალ საკვანძო ფუნქციaზე), და CBD არის მისი რეცეპტორების მოდულატორი, CBD-ის დანმიმდევრული დამატება ორგანიზმში, ხელს უწყობს სხეულში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების რეგულირებას, რაც იწვევს ოპტიმალურ ჯანმრთელობას და სხვა უპირატესობებს.

CBD-ს სასარგებლო თვისებები

CBD არ არის ყველაფრის განსაკურნებელი საშუალება. უფრო მეტად ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც, გონივრულად გამოყენებისას, შეუძლია თქვენი ჯანრმთელობისა და კეთილდღეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.

CBD-ის ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებლების სია ასეთია:

  • ანთების შემცირება
  • ნერვული ფუნქციის მხარდაჭერა
  • შემცირებული შფოთვა
  • ამაღლებული განწყობა
  • ტკივილის გადაცემის დაბლოკვა
  • სიმსივნის ზრდის შემცირება
  • მაღალი წინააღმდეგობა სტრესის მიმართ

CBD-ს პოტენციური სამედიცინო მოხმარება

ადამიანები იყენებენ CBD-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის ფართო სპექტრისთვის. როგორც აღვნიშნეთ, ეს გამოწვეულია იმით, რომ CBD ასე ვთქვათ, “არემონტებს” სისტემას სახელად “ენდონაკანაბინოიდური სისტემა”, რომელიც გამოიყენება ადამიანის ორგანიზმში მნიშვნელოვანი პროცესების უმეტესობის დასარეგულირებლად. ამ რთულ სისტემასთან ურთიერთქმედებით, თქვენ შეგიძლიათ ეფექტურად აკონტროლოთ ეს სხვა პროცესებიც.

CBD გამოიყენება:

  • შფოთვა
  • კიბო
  • ქრონიკული ტკივილი
  • შემეცნებითი დარღვევები
  • დეპრესია
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ეპილეფსია
  • უძილობა
  • MRSA ინფექციები
  • ობსესურ-კომპულსიური აშლილობა
  • ოპიატების მოცილება და დამოკიდებულება
  • ოსტეოპოროზი
  • პარკინსონის დაავადება
  • ცუდი სტრესის მართვა
  • რევმატოიდული ართრიტი
  • მოწევაზე დამოკიდებულება
  • SLE (სისტემური წითელი მგლურა)

ქვემოთ ჩვენ ვისაუბრებთ CBD-ს ყველაზე გავრცელებულ სამედიცინო გამოყენებებზე.

CBD შფოთვისთვის

CBD ამცირებს შფოთვას, ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული რამდენიმე ძირითადი ნეიროტრანსმიტერის რეგულირებით. ის არეგულირებს სეროტონინს, ეპინეფრინს, დოპამინს და ნორეპინეფრინს თავის ტვინში. გარდა ამისა, ის მოქმედებს GABA რეცეპტორებზე, რათა შეამციროს ჩვენი შინაგანი მდგომარეობა როდესაც აღგზნებული ვიქნებით. ეს იწვევს დასვენებისა და სიმშვიდის განცდას.

CBD ეპილეფსიისთვის

CBD ზეთი ფართოდ გამოიყენება მისი პოტენციალის გამო, შეამციროს ეპილეფსიური შეტევების სიხშირე და სიმძიმე, ძირითადად დადგენილი მკურნალობის მეთოდების უარყოფითი გავლენის გარეშე. 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება კრუნჩხვითი შეტევების რაოდენობის დაკლებაში დრავეტის სინდრომის მქონე ბავშვებში – ეპილეფსიის იშვიათი ფორმა. 2018 წელს, CBD-ზე დაფუძნებული პირველი პრეპარატი, Epidiolex, დამტკიცებული იქნა FDA-ს მიერ.

CBD ტკივილისთვის

CBD-ს აქვს რამდენიმე უნიკალური თვისება, რაც მას ეფექტურს ხდის ტკივილის შესამსუბუქებლად. CBD მოქმედებს რეცეპტორების სპეციალურ ტიპზე, რომელიც ცნობილია როგორც ვანილოიდური რეცეპტორი (TRPV1). ეს რეცეპტორი სხეულში გამოიყენება ტკივილის გასაკონტროლებლად და სხეულის ტემპერატურის დასარეგულირებლად. გარდა ამისა, CBD ახდენს CB1 და CB2 რეცეპტორების მოდულირებას ენდოკანაბინოიდულ სისტემაში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტკივილის გადაცემაში ზურგის ტვინსა და ტვინში.

CBD ანთებისთვის

ხანმოკლე ანთება განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ქრონიკულმა ანთებამ ხშირად შეიძლება გამოიწვიოს მრავალი სერიოზული, აუტოიმუნური დაავადება. CBD-მ მრავალი გამოკვლევით აჩვენა, რომ ის უზრუნველყოფს ძლიერ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს სხვადასხვა სახის ანთებით დაავადებებზე. სიაში შედის ნაწლავის ანთებითი დაავადება, აუტოიმუნური პირობები, სისხლძარღვთა ანთება და ნეიროინთება.

CBD ღებინებისა და გულისრევისთვის

CBD უკვე დიდი ხანია ცნობილია მისი პოტენციალის გამო, შეამციროს გულისრევა მათში, ვისაც აწუხებს ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება. CBD-ის მთავარი ფუნქცია, ამ შემთხვევაში, არის მისი უნარი, დათრგუნოს ანანდამიდის დაშლა ტვინში; ანანდამიდის მაღალმა დონემ ორგანიზმში შეიძლება შეამციროს გულისრევის შეგრძნება, დაბლოკოს ღებინების შეგრძნება და გაზარდოს მადა პაციენტებში.

CBD და დამოკიდებულება

ოპიოიდების ან მოწევის დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის სიმპტომები სერიოზული წინაღობაა წინსვლის გზაზე. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ CBD შეიძლება დაეხმაროს თავის დანებების სიმპტომების შემსუბუქებას, შფოთვისა და ლტოლვის შემცირებით მათში, ვინც ამ რთული გზის გავლა გადაწყვიტა, რაც გამოიწვევს უფრო წარმატებულ მკურნალობას.

CBD და აკნე

CBD ზეთი არის ანტიოქსიდანტების, ცხიმოვანი მჟავების და ანთების საწინააღმდეგო ნაერთების მდიდარი წყარო. ამ ყველაფერმა შეიძლება ხელი შეუწყოს აკნეს შემცირებას და კანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. CBD ამცირებს ანთებას კანში, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს და არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას ორგანიზმში.

CBD პირველი ტიპის დიაბეტისთვის

არსებითად, პირველი ტიპის დიაბეტი არის იმუნური აშლილობა, რომელიც გამოწვეულია ინდივიდუალური იმუნური სისტემის შეტევით პანკრეასზე. CBD შეიძლება დაგეხმაროთ ამ მდგომარეობის მართვაში პანკრეასის ანთების შემცირებით და ამით თქვენს ორგანიზმში ინსულინისა და სისხლში შაქრის დონის რეგულირებაში.

CBD როგორც ნეიროპროტექტორი

CBD-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა მისი ნეიროპროტექტორული ეფექტი. CBD-ს რეგულარულად გამოყენება აუმჯობესებს მიელინის წარმოქმნას, ნაერთის, რომელიც ქმნის დამცავ ფენას ნერვული უჯრედების ირგვლივ, რაც უზრუნველყოფს ნერვებს შორის ინფორმაციის უფრო სწრაფ გადაცემას. როდესაც ეს ფუნქცია დარღვეულია, ამან შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი ნეიროდეგენერაციული პირობები, როგორიცაა ალცჰეიმერის დემენცია და გაფანტული სკლეროზი (MS).

CBD და კიბო

ნაჩვენებია, რომ CBD ხელს უწყობს კიბოს უჯრედების დაპროგრამებულ სიკვდილს (აპოპტოზს) კიბოს გარკვეულ ტიპებში. ნაერთს ასევე შეუძლია თავიდან აიცილოს კიბოს გავრცელება ორგანოებს შორის სიმსივნური უჯრედების ახალი ტიპის ქსოვილებთან მიწებების ფუნქციის დაბლოკვით.

რა არის CBD-ის გვერდითი ეფექტები?

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც CBD გახდა ასე პოპულარული, როგორც მრავალი რეცეპტით გაცემული მედიკამენტის ბუნებრივი ალტერნატივა, არის მძიმე გვერდითი ეფექტების ნაკლებობა.

CBD-ს აქვს მნიშვნელოვანი უსაფრთხოების პროფილი, რაც მას შესაფერისს ხდის როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. კვლევები აცხადებენ, რომ CBD უსაფრთხოა და თავისუფალია არასასურველი რეაქციებისგან 1500 მგ-მდე მაღალი დოზებით – რაც 5-დან 6-ჯერ აღემატება დოზირების ფარგლებს.

ზოგიერთ იშვიათ შემთხვევებში, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

  • მშრალი პირი
  • სისხლის დაბალი წნევა
  • ძილიანობა
  • თავის სიმსუბუქე

როგორ გამოვიყენოთ CBD?

CBD ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმატებში. მოპოვების თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ამ კანაბინოიდის გმოყენებას პროდუქტებში, როგორიცაა:

  • ზეთის წვეთები
  • ნაყენი
  • სითხე ელექტრონული სიგარეტისთვის (ვეიფისთვის)
  • ენისქვეშ დასასხმელი სპრეი
  • ჟელიბონები და სხვადასხვა საკვები
  • კაფსულები
  • სხეულის მოვლის საშუალებები
  • კრისტალური ფხვნილი (იზოლირებული CBD)

მეტად კონცენტირებული CBD შეგიძლიათ იპოვნოთ CBD “დაბებში” (Dabs) – რომლებიც სასარგებლოა იმ შემთხვევებში რომლებიც მოითხოვს კანაბიდიოლის უფრო მაღალ დოზებს, ასეთებია კიბოსა და ეპილეფსიის შემთხვევები.

თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ CBD უფრო კონცენტრირებულ ფორმებში – ამას ეწოდება CBD დაფები – რომლებიც სასარგებლოა იმ პირობებისთვის, რომლებიც მოითხოვს კანაბიდიოლის უფრო მაღალ დოზებს. ეს მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა კიბო და ეპილეფსია.

CBD პროდუქტების უმრავლესობა არის სრული სპექტრის ექსტრაქტები, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ასევე შეიცავს კანაფის სხვა ქიმიურ ნაერთებს, მათ შორის რაღაც რაოდენობით THC-საც. მიუხედავად ამისა, როდესაც ყიდულობთ ჰემპისგან წარმოებულ CBD ზეთს, თქვენ იღებთ მხოლოდ 0,3% THC-ს თითო შეფარდებაზე, რაც არ არის საკმარისი იმისათვის რომ დაბოლდეთ.

რამდენი CBD უნდა მივიღო? CBD-ს დოზირების კონტროლი საჭიროებებიდან გამომდინარე

არ არსებობს კონკრეტული მითითებები CBD-ს დოზირებისთვის რადგან დოზა დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე.

თქვენი ასაკი, სქესი, წონა, მეტაბოლიზმის დონე, ცხოვრების წესის არჩევანი, მიზანი, რისთვისაც გსურთ გამოიყენოთ CBD – ეს ყველაფერი მოქმედებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, CBD დოზები შეიძლება მერყეობდეს 1 მგ-დან 200 მგ-მდე, ამიტომ ახალ მომხმარებლებს შეიძლება გაუჭირდეთ შესაბამისი დოზის პირველივე ცდაზე პოვნა.

ზოგადი წესია დაიწყოთ დაბალი დოზით და ნელა, თანდათანობით მიიყვანეთ იმ დოზამდე, რომელიც მოგცემთ დამაკმაყოფილებელ ეფექტს. ბევრი ადამიანი იყენებს 1 მგ-ს, როგორც საწყის წერტილს და აორმაგებს მას დროთა განმავლობაში, სანამ არ იგრძნობენ განსხვავებას.

მაგალითად, შეგიძლიათ დაიწყოთ 1 მგ-ით და მიიღოთ ეს დოზა რამდენიმე დღის განმავლობაში, შემდეგ გაზარდოთ 2 მგ-მდე, შემდეგ 4 მგ-მდე, 16 მგ-მდე და ა.შ. სანამ არ შეამჩნევთ ეფექტს.

თუ თქვენ იგრძნობთ რაიმე გვერდით მოვლენას, უბრალოდ შეამცირეთ დოზა მომდევნო მიღებისას.

ქვემოთ გიზიარებთ უფრო ზოგად დოზირების სიას, რომელიც ეფუძნება ინდივიდის წონას. ჩვენ დავყავით ეფექტები სამ კატეგორიად:

  1. მსუბუქი
  2. ზომიერი
  3. ძლიერი

შეგიძლიათ ეს სია გამოიყენოთ თქვენი დოზირების პოვნაში დასახმარებლად.

CBD დოზირება დამწყებთათვის

წონადოზირება მსუბუქი ეფექტისთვისდოზირება ზომიერი ეფექტისთვისდოზირება ძლიერი ეფექტისტვის
59 კგ-მდე11 მგ ან ცოტა12 მგ – 14 მგ15 მგ – 17 მგ
59 – 105 კგ-მდე18 მგ ან ცოტა19 მგ – 23 მგ 24 მგ – 27 მგ
105 კგ-ზე მეტი23 მგ ან ცოტა24 მგ – 30 მგ31 მგ – 45 მგ

დაიმახსოვრეთ, რომ ეპილეფსიის ან კიბოს შემთხვევაში, დოზირების მოთხოვნები მნიშვნელოვნად მაღალი იქნება. ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები ჩვეულებრივ იღებენ 200-300 მგ CBD-ს ყოველდღიურად.

ლეგალურია თუ არა CBD?

2020 წელს გაერომ კანაფი განსაკუთრებულად საშიშ ნივთიერებათა სიიდან ამოიღო. დღეისათვის საქართველოში არ არსებობს კანონი რომელიც კონკრეტულად CBD-ს არეგულირებს, მაგრამ მთლიანად კანაფის, როგორც მცენარის რეგულირება ხდება, ამიტომ CBD-ს წარმოების და მოპოვების ნებისმიერი გზა ჩვენ ქვეყანაში ამ ეტაპზე არალეგალურია. მიუხედავად ამისა ბაზარზე არსებობს იმპორტული CBD-ს პროდუქციის ფართო არჩევანი, ხოლო კანაფის მოხმარება ლეგალიზებულია.

სად შევიძინო CBD ზეთი?

CBD არის საოცარი ნაერთი, ბუნებრივი გზა სხვადასხვა არასასურველი მდგომარეობის შესამსუბუქებლად და თქვენი ყოველდღიური ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.

თუმცა, როგორც ყველა კარგი რამ ცხოვრებაში – ხარისხი უმთავრესია.

თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ზეთი წარმოებულია მაღალი ხარისხის (სასურველია ორგანული) კანაფის მცენარეებიდან და რეპუტაციის მქონე მწარმოებელთან, რომელსაც შეუძლია უმაღლესი დონის სტანდარტების მიწოდება მოთხოვნის შემთხვევაში.

CBD იყიდება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ მაღაზიებსა და აფთიაქებსი, მაგრამ რადგან ადგილობრივი მოვაჭრეების დიდ ნაწილს აქვს საკუთარი ხარისხის სტანდარტები და ხშირად ყიდიან CBD პროდუქტებს გაბერილ ფასად, გირჩევთ შეიძინოთ CBD ზეთი ონლაინ რეჟიმში.

უბრალოდ დარწმუნდით, რომ გამოიკვლევთ პოტენციურ მოვაჭრეებს, წაიკითხავთ მიმოხილვებს მათი კომპანიისა და მოწოდებული პროდუქტის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძენთ პროდუქტს.

ეს თქვენს ჯანმრთელობას ეხება საკითხი, ექსპერიმენტების ადგილი ნამდვილად არ არის.

შეჯამება: რა არის CBD?

CBD არის ძლიერი მრავალმხრივი ნაერთი, რომელიც ახდენს ადამიანის ენდოკანაბინოიდური სისტემის მოდულირებას

როგორც რეცეპტორებზე დაფუძნებული, ისე რეცეპტორებისგან დამოუკიდებელი გზების გავლით მას შეუძლია სხეულსა და ტვინზე დადებითი ეფექტების ფართო სპექტრი გამოიწვიოს.

CBD არავითარ შემთხვევაში არ არის სასწაულმოქმედი და არც თქვენი პრობლემების ერთდღიანი გამოსწორებისთვის გამოდგება. ამის ნაცვლად, თქვენ უნდა იფიქროთ CBD-ზე, როგორც შესანიშნავი ინსტრუმენტზე თქვენი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ჯანსაღი ცხოვრების წესთან და კარგად დაბალანსებულ დიეტასთან ერთად.

ვიმედოვნებთ, რომ ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ ძირითადი მეცნიერება CBD-ის ეფექტებისა და სარგებლობის შესახებ.

წარმატებებს გისურვებთ, სიყვარულით, კანაპედია.

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.