ბავშვებში სამედიცინო კანაფის მოხმარებით ეპილეფსიური შეტევების რიცხვი 86%-ით შემცირდა

ახალმა კვლევამ აჩვენა , რომ ეპილეფსიური შეტევების სიხშირე საშუალოდ 86%-ით შემცირდა ბავშვებში , რომლებიც სამედიცინო მარიხუანით მკურნალობდნენ . მთლიან მცენარეში შედის ტეტრაჰიდროკანაბინოიდი იგივე THC , მცენარის მთავარი აქტიური ინგრედიენტი , რომელიც პასუხისმგებელია რეკრეაციული გამოყენების დამაკავშირებელ დამახასიათებელ „კაიფზე“, გარდა ამისა ისეთ ნეიროაქტიურ მოლეკულებზე , როგორებიც არიან ტერპინები.

კვლევებმა აჩვენა , რომ არცერთ ბავშვს სხვა სახის მკურნალობაზე რეაქცია არ ჰქონია , მათ შორის მხოლოდ კანაბიდიოლზე (CBD) ზე.

აღმოჩენებმა მკვლევარები აიძულა , რომ კანაფის მთელი მცენარის სამკურნალო პროდუქტების პოტენციური თერაპიული მახასიათებლები შეესწავლათ. მკვლევარებით თქმით , მეცხრამეტე საუკუნის კვლევები არსებობს ეპილეფსიიან ბავშვებში კანაფით მკურნალობის შესახებ , თუმცა ახლანდელი სამეცნიერო მტკიცებულებები ჯერჯერობით არ მოიპოვება.

სამედიცინო კანაფი ეპილეფსიის სამკურნალოდ.

რეკრეაციული და სამედიცინო კანაფი დიდ ბრიტანეთში 1971 წლის  ნარკოტიკების აკრძალვის აქტმა არაკანონიერად გამოაცხადა. რის გამოც მცენარის შემდგომი კვლევები შეჩერდა, გვიხსნიან მკვლევარები.

თუმცა იმ ბავშვთა მშობლები , რომლებიც ეპილეფსიით იტანჯებოდნენ მაინც განაგრძობდნენ საკუთარი შვილებისთვის კანაფისა და მისი პროდუქტების მოხმარებას. 2018 წლის კვლევებმა აჩვენა , რომ ანტიეპილეფსიური წამლები და სუფთა კანაბიდიოლი (CBD ზეთი) ეფექტური არ იყო.

მაგრამ დიდი ბრიტანეთის ექიმები მაინც ერიდებიან ეპილეფსიის მქონე ბავშვებისთვის სამედიცინო კანაფის დანიშვნას , რადგან მცენარეზე საკმარისი კლინიკური კვლევები ჯერ კიდევ არ არის ჩატარებული.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ინსტიტუტმა NICE, რომელიც  გვაწვდის მითითებებს იმის შესახებ , რა სახის მკურნალობა და თერაპიები უნდა ჩატარდეს ინგლისის ჯანდაცვის სამსახურებში , აღიარა , რომ რეალურ სამყაროში არსებული მონაცემები შეგვიძლია მოვიაზროთ , როგორც მტკიცებულება , რადგან კლინიკური კვლევების ჩატარება , განსაკუთრებით კი ბავშვებში დიდ სირთულეს წარმოადგენს.

10 შერჩეული ბავშვიდან , რომლებსაც მძიმე ეპილეფსია არ აწუხებდათ , კვლევებმა აჩვენა , რომ ზოგიერთი მათგანზე ფარმაცევტული მკურნალობა უშედეგო იყო , ხოლო ორ მათგანს არ ჰქონდა არანაირი შედეგი სუფთა CBD ზეთის მიმართაც , რომელიც ლიცენზირებულია მსგავს მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისთვის (epidyolex)

CBD

მკვლევარებს სურდათ შეეფასებინათ ყოველთვიური კრუნჩხვების სიხშირის პოტენციური ცვლილება სამედიცინო კანაფის მოხმარების შემდგომ,  რათა განესაზღვრათ მისი ეფექტი ეპილეფსიის წინააღმდეგ .

კველვა

ყველა პაციენტი

შეირჩნენ მონაწილეები , რომლებზეც უნდა გამოცდილიყო სამედიცინო კანაფი. ყველა მონაწილეს მძიმე ეპილეფსია ჰქონდა , ბავშვების საშუალო ასაკი იყო ექვსი , თუმცა მერყეობდა 1-დან 13 წლამდე. ბავშვებს აღენიშნებოდათ მძიმე ეპილეფსიის ნიშნები და სამ მათგანს ჰქონდა თანმხლები პრობლემები , როგორებიცაა ინფანტილური სპაზმები , სწავლის უნარის დაქვეითება და ზოგადი განვითარების შეფერხება.

ინფორმაცია შეგროვდა მშობლებისგან და მეურვეებისგან როგორც ტელეფონის, ასევე ვიდეო კონფერენციული ზარების მეშვეობით , 2021 წლის იანვრიდან მაისის განმავლობაში.

ბავშვებს საშუალოდ 7 ეპილეფსიური წამალი ჰქონდათ გამოცდილი. სამედიცინო კანაფის მიღების შემდგომ, შვიდ ბავშვს სიმპტომები მთლიანად მოეხსნა.

მკვლევარებმა დაადგინეს , რომ ყოველთვიური შეტევების სიხშირე ათივე ბავშვში ჯამურად 86% ით შემცირდა.

მთლიანი კანაფის სრული ქიმიური ანალიზი გრძელდება , მაგრამ მკვლევარებმა შეძლეს დაედგინათ THC და CBD-ს წილი. კვლევებმა აჩვენა , რომ ბავშვები ყოველდღიურად საშუალოდ 5.15 მილიგრამ THC სა და 171.8 მილიგრამ CBD ს მოიხმარდნენ.

სამედიცინო კანაფის პროდუქტების საშუალო ყოველთვიური ღირებულება 874 გირვანქას შეადგენდა. ერთმა ბავშვმა NHS-სგან მათი უფასოდ მიღების რეცეპტი მიიღო.

მშობლები და მეურვეები გვაცნობებდნენ , რომ სამედიცინო კანაფის მიღების შემდეგ მათი ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდა. მათ შორის კვება , ძილი , ზოგადი საქციელი და აღქმის უნარი. .გამოვლინდა მხოლოდ რამდენიმე მცირე გვერდითი ეფექტი , როგორებიც იყო დაღლილობა.

ეს მხოლოდ დაკვირვებითი კვლევა იყო , თანაც მონაწილეთა მცირე ჯგუფზე , კვლევა ეყრდნობოდა მშობლების მონაყოლს , რადგან არ არსებობდა შედარების ჯგუფი.

თუმცა მკვლევარებმა ხაზგასმით აღნიშნეს , რომ მათი დასკვნები ზუსტად ემთხვეოდა მიღებულ შედეგებს. სამკურნალო კანაფის მოხმარების შემდგომ კრუნჩხვების სიხშირე საგრძნობლად შემცირდა.

ახალი მონაცემები გვიმტკიცებს , რომ მთლიანი მცენარე ბევრად უფრო ეფექტურია , ვიდრე CBD პროდუქტები.

მთლიანი კანაფის სამკურნალო თვისებების ზუსტად დასადგენად და სრულყოფილი კლინიკური შედეგების მისაღწევად საჭიროა დამატებითი კვლევები . – აცხადებენ მკვლევარები.

მათი თქმით, საჭიროა სამედიცინო კანაფის არასასურველი ეფექტები შედარდეს ეპილეფსიის მედიკამენტების საზიანო ეფექტებთან.

მკვლევარებმა განაცხადეს „ ჩვენ გვჯერა , რომ ჩვენი მონაცემები , რომლებიც აჩვენებენ მთლიანი სამედიცინო კანაფის ეფექტს რეზისტენტული ეპილეფსიის მკურნალობის დროს,  NHS სთვის სამხილს უნდა წარმოადგენდეს და NICE მსგავს მკურნალობის კურსებს უნდა ნიშნავდეს.  ეს დიდი შვება იქნება ისეთი ოჯახებისთვის , რომლებიც ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიან თავიანთი ქრონიკულად დაავადებული ბავშვების მოვლისა და მედიკამენტების კატასტროფულად მაღალი ფასის გამო.  

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

Discover more from Cannapedia • კანაპედია

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.