ბარსელონაში ყოველწლიური ფესტივალი “Spannabis” ჩატარდება.

Spannabis კანაფის ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც ბარსელონაში 2002 წლიდან ტარდება. ის ევროპის მასშტაბით კანაფის ყველაზე დიდი გამოფენაა.

სპანაბისი ბარსელონა 2020

2020 წლის Spannabis-ის ფესტივალზე 25 ქვეყნიდან წარმოდგენილი იქნება 315 კომპანია, რომლებიც კანაფისთვის და კანაფისგან აწარმოებენ მრავალი სახის პროდუქტს, როგორებიცაა კოსმეტიკა, ფეხსაცმელი, კანაფის ბოჭკოსგან დამზადებული ნაჭრები და სამშენებლო მატერიალები, ასევე საკვები და სხვადასხვა სახის თესლები, სარწყავი სისტემები და ასე შემდეგ.

ფესტივალზე ასევე მოიხმარენ რეკრეაციულ კანაფს ფიტოთერაპიისთვის. დამატებით ტარდება ლექციები და დისკუსიები სხვადასხვა სამედიცინო ბალახეულის შესახებ, კვლევები აქტიური ინგრედიენტების, კულტივიზაციის, მოხმარების და შემცირების რისკების შესახებ.

Spannabis 2020 მთავარი სპონსორია DNA Genetics

ტრადიციისამებრ ფესტივალი დასრულდება დაჯილდოვების ცერემონიით.

Sports Illustrated-მა ფესტივალი აღწერა როგორც ნაწილობრივ სავაჭრო შოუ, რომელიც ძირითადად კვლევების შედეგების ხალხისთვის გაცნობას და კანაფის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ისტორია

2001 წლის დასაწყისში, ესპანელ ბიზნესმენთა ჯგუფმა გადაწყვიტა აეთვისებინა ევროპაში გავრცელებული კანაფის ჯიშების გამოფენის იდეა. რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ეძებდნენ ადგილ, რომელიც ამ სახის ფესტივალს უმასპინძლებდა ყოველგვარი პოლიტიკური შევიწროვებებისა და მსგავსი დაბრკოლებების გარეშე.

2002 წელს პირველი Spannabis ჩატარდა პალაუ სენტ ჯორდთან. Spannabis ის მეორე გამოფენა ფირე დე კორნელაში შედგა და მას მერე ყოველწლუირად იქ მიმდინარეობს.

2011 წელს იტალიელმა პოლიტიკოსებმა პროტესტი გამოთქვეს სპანაბისის ფესტივალის შესახებ და ესპანელ პრემიერ მინისტრ ზაპატეროს ახსნა განმარტებები მოსთხოვეს.

გარკვეული დროის შემდეგ Spannabis-მა უფრო დიდი არეალი მოიცვა და 2015 წლისთვის უკვე 13 კვადრატულ კილომეტრს მიაღწია. 2017 წლისთვის მათი სივრცე უფრო გაიზარდა და 18 კვადრატულ კილომეტრს მიაღწია, 2014 წელს ფესტივალს 35 000 ვიზიტორი ყავდა, 2017 და 2018 წლებში კი მათი რიცხვი 30 000 მდე შემცირდა. 2019 წელს ფესტივალში 282 კომპანია იღებდა მონაწილეობას.

მსოფლიო კანაფის მეექვსე კონფერენცია 2019 წელს სწორედ სპანაბისის ფესტივალზე ჩატარდა.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სპანაბისის საიტს.

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

Discover more from Cannapedia • კანაპედია

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.