გასახვევი ქაღალდების ტიპები

კანაფის მწეველების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა სახის ქაღალდი არსებობს. არჩევანი ხეს, ბრინჯს, კანაფსა ან სხვა სახეობებს შორის დამოკიდებულია გემოვნებაზე, მოწევის სიჩქარეზე, შეხვევის უნარებსა და სხვა ფაქტორებზე. თუმცა, ჭეშმარიტებაა, რომ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული გასახვევი ქაღალდი მოწევის შეგრძნებას საგრძნობლად აუმჯობესებს.

კარგ გასახვევ ქაღალდს შეუძლია გააუმჯობესოს ჯოინთის ხარისხი და საერთო ჯამში, მოწევის გამოცდილება. თუმცა, საუკეთესო ხარისხის ქაღალდი და კანაფი არ ნიშნავს საუკეთესო ჯოინთს – დამატებით საჭიროა უნარები, რომლებიც კარგი ჯოინთის გახვევაში დაგეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ინჰალატორების ბუმია, კანაფის მოწევის ყველაზე გავრცელებული გზა მსოფლიო მასშტაბით მაინც ტრადიციული ჯოინთის გახვევაა. 

ასევე ნახეთ: როგორ შევახვიოთ ჯოინთი?

ბოლო 20 წლის განმავლობაში ბაზარზე გამოჩნდა კანაფზე ორიენტირებული, ჯანსაღი ქაღალდები. არსებული ქაღალდები უმეტესად დამზადებულია ბრინჯისგან, კანაფისგან და/ან ხის პულპისგან. თითოეული სახის გასახვევ ქაღალდს თავისი უნიკალური მახასიათებლები გააჩნია, რომლებიც მიმზიდველია სხვადასხვა გემოვნების მწეველისთვის. მაგალითად: გემო, სისქე და ქაღალდის წვის სიჩქარე – ეს ის კრიტერიუმებია, რომლებიც სუბიექტურ გემოვნებას ეფუძნება.

ამ სტატიაში მოგიყვებით, რა განასხვავებს ერთმანეთისგან სხვადასხვა სახის გასახვევ ქაღალდს:

თეთრი თუ ყავისფერი?

გასახვევ ქაღალდს ვენტილაციისა და წვის სიჩქარის კონტროლისთვის განსხვავებული ფორიანობა აქვს. გარდა ამისა, წვის შენელების, კვამლის და ფერფლის სტაბილიზაციისთვის ქაღალდი შეიძლება შეიცავდეს დამატებით ნივთიერებებს. მაგალითისთვის, თეთრი ფერის ხის პულპის ქაღალდებში აღინიშნება ქიმიური დანამატები, ქლორისა და კალციუმის კარბონატის სახით, რაც ხელს უწყობს წვის შენელებას. არომატიზირებული და ფერადი შესახვევი ქაღალდები აგრეთვე შეიცავენ ქიმიურ ნივთიერებებს, რომელთა შესუნთქვაც მიზანშეწონილი არ არის. დღესდღეობით ბევრი ბრენდი ცდილობს დაამზადოს პროდუქტი ქიმიური დამუშავებისა და დამატებითი მასალების გარეშე, რათა მომხმარებლისთვის პირდაპირპროპორციულად შემცირდეს პოტენციური ზიანი.

მიკროფორებით თუ მათ გარეშე?

გარდა ფერისა, ქაღალდები კიდევ ერთი მახასიათებლით – მიკროფორებით განსხვავდებიან. მიკროფორებიანი ქაღალდი კიდევ უფრო ანელებს ქაღალდის წვას, ასევე უფრო მსუბუქს ხდის შესუნთქვას, რადგან ნამწვ ბოლთან ერთად, მიკროფორებიდან დამატებითი ჰაერი შედის ორგანიზმში. გარდა ამისა, არსებობს ქაღალდი, რომელსაც მიკროფორები საერთოდ არ გააჩნია და ქმნის სრულ ვაკუუმს. სრული ვაკუუმის შემთხვევაში, ჯოინთი მოქაჩვისას მეტად იგრძნობა, მიკროფორებიან ქაღალდთან შედარებით სწრაფად იწვის, თუმცა მისი წვის სიჩქარე საბოლოოდ მაინც შემადგენლობაზეა დამოკიდებული და საშუალოა. ამ ორს შორის არჩევანის გაკეთება მხოლოდ გემოვნებისა და განწყობის საკითხია.

კლასიკური ხის პულპის გასახვევი ქაღალდი

ხის პულპის შესახვევი ქაღალდი ყველაზე პოპულარული ქაღალდია. მისი ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის. ჩვეულებრივ ამ სახის ქაღალდი უფრო სქელია, ვიდრე სხვა სახის ქაღალდები. ქაღალდი ხელმისაწვდომია სხვადასხვა სისქეებში – გათეთრებული ან გაუთეთრებელი სახით. ხის პულპისგან დამზადებული თეთრი ფერის ქაღალდი გათეთრებულია და წვის დამატებით შესანელებლად, შესაძლოა, შეიცავდეს ქიმიურ დანამატებს. რაც შეეხება ყავისფერს, ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. სხვადასხვა გასახვევ ქაღალდში საკმაოდ ხშირად გვხვდება ბუნებრივი ხის პულპის ნაზავი სხვადასხვა ნედლეულთან (კანაფი, ბრინჯი). ხის პულპა მყარია და ამ ქაღალდის ტექსტურა მოსახერხებელია დამწყებთათვის, რათა დამზადებული ჯოინთის ფორმა კარგად შეინარჩუნდეს მაშინაც კი, თუ ხელები ცახცახებს ან ოფლიანია. ნატურალური ხის პულპის ქაღალდი გამოირჩევა წვის საშუალო სიჩქარით.

ბრინჯის გასახვევი ქაღალდი

საუკეთესო ბრინჯის ქაღალდი მზადდება სრულად ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, რაც ნიშნავს, რომ გამოყენებული მასალა არის მხოლოდ დამუშავებული და დაპრესილი ბრინჯი. ნატურალური ბრინჯის ქაღალდი, სხვა ქაღალდებისგან განსხვავებით, მცირედით თხელია. თუმცა, სწორედ ამიტომ, ქაღალდი გარკვეულ პირობებში ადვილად ზიანდება. მაგალითად, თუ ჰაერი ტენიანია, საკმაოდ რთულდება მისი გამოყენება. ქაღალდის თხელი ფაქტურიდან გამომდინარე, მინიმალურია მისი გავლენა გემოზე, შესაბამისად, კანაფის არომატის მოყვარულთათვის საკმაოდ კარგი არჩევანია. 

კანაფი მწეველების მეგობარია

ბოლო 20 წლის განმავლობაში საწარმო კანაფი ბაზარზე კვლავ დაბრუნდა და საზოგადოების დიდი ინტერესი დაიმსახურა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ქაღალდი გვეხმარება ხეების გადარჩენაში, რადგან დამზადებულია ინდუსტრიული კანაფის ლერწმისგან. შეიძლება იყოს ორი ფერის, ღია ყავისფერი ან თეთრი. ბრინჯის ქაღალდისგან განსხვავებით, კანაფის ქაღალდი უფრო უხეშია, რაც გახვევის პროცესს უფრო ამარტივებს. კლასიკური კანაფის ქაღალდის შწვის სიჩქარე საშუალოა, თუმცა მიკროფორებიანი კანაფის ქაღალდი, შედარებით ნელი წვით გამოირჩევა. კანაფის ქაღალდმა მოწევის შემდგომ შეიძლება დატოვოს სუსტი კანაფის გემო.

სხვა გასახვევი ქაღალდები

ბაზარზე გვხვდება არასტანდარტული შეფერილობის და არომატის მქონე ქაღალდებიც, მათ შორის გამჭვივრვალეებიც კი, რომლებიც ცელულოზისგანაა დამზადებული. თუმცა, უმჯობესია, ბუნებრივი მეთოდებით დამზადებული ქაღალდის გამოყენება, რათა თავიდან ავირიდოთ საშიში ნივთიერებების შესუნთქვა და კანაფის გემოს გაფუჭება.

სტატიას წარმოგიდგენთ

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

Discover more from Cannapedia • კანაპედია

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.