როგორ მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი მარტივად და სწრაფად?

როგორც უკვე მოგეხსენებათ არსებობს ორი ტიპის კანაფი ფოტოპერიოდულსა და ავტოყვავილებადის სახით.

ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან გენეტიკით.

ავტოყვავილებადი მცენარის გენეტიკაში არის შერეული Ruderalis-ის კანაფის გენი 30%-მდე, რომელიც ბუნებრივად იზრდება პლანეტის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც არასაკმარისი დრო აქვს მცენარეს სრული ზრდისთვის, იქ ტემპერატურა დაბალია და დღე მოკლე.

შესაბამისად Ruderalis-ს არ სჭირდება სინათლის კონტროლი იმისათვის, რომ ყვავილობა დაიწყოს და დასრულდეს, მას აქვს განსაზღვრული მიახლოებით 3 თვე იმისთვის, რომ სიცოცხლის ციკლი დაასრულოს. სწორად მისი გენი აქცევს ფოტოპერიოდულ მცენარეს ავტომოყვავილედ.

მაგრამ Ruderalis-ი იზრდება ტანმორჩილი, სუსტი აგებულების და რაც მთავარია კანაბინოიდების დაბალი შემცველობით, რაც იწვევს იმას, რომ საბოლოო ჯამში ავტომოყვავილე მცენარე იზრდება უფრო პატარა და შედარებით სუსტი ეფექტის ვიდრე ფოტოპერიოდული (ეგრეთწოდებული 6 თვიანი ჩვენს ენაზე) რადგან 30% წილი ფაქტიურად “ტრუხა” ურევია გენში.

ავტომოყვავილე ჯიშზე არჩევანის გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ ხდება იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ მოსავალი და არ ველოდოთ მას 4,5,6 თვე.

არის გავრცელებული და საზოგადოებაში კარგად გამჯდარი აზრი, რომ ფოტოპერიოდულ ჯიშს ბევრად მეტი დრო სჭირდება, მაგრამ არსებობს ტექნიკები რომლის საშუალებითაც მცენარეს შეუძლია იმაზე ჩქარა მოგვცეს მოსავალი ვიდრე ავტომოყვავილე ჯიშმა, ისე რომ მასში არ ერიოს რუდერალის გენი, და იყოს სუფთა და ძლიერი ეფექტის მქონე.

12-12

ერთ-ერთი ასეთი ტექნიკაა თესლის გაღვივება 12/12 საათიანი სინათლის ციკლით, კაკლის დათესვის მომენტიდან.

ამ ტექნიკას აქვს რამოდენიმე დადებითი მხარე.

მისი გამოყენებისას მცენარე სასიცოცხლო ციკლს ასრულებს ძალიან მალე, საშუალოდ 7-9 კვირის განმავლობაში, არ იკავებს ბოქსში დიდ ადგილს, არ ითხოვს დიდ ნიადაგს და ბევრ სასუქებს, არის ენერგოეფექტური და ეკონომიური ჩვენი ჯიბისთვის.

ფოტოპერიოდული მცენარე როდესაც იღებს 12 საათზე მეტ სინათლეს ის ფიქრობს რომ ზრდის სეზონია, მიდის სიმაღლეში, იტოტება და არ იწყებს ყვავილედების გამოტანას, სწორედ ესააა მიზეზი იმისა, რომ ბუნებაში დარგული კანაფი აქტიურ ყვავილობას სექტემბერში იწყებს. ნათურაზე გაზრდისას ამის კონტროლი ჩვენით შეგვიძლია.

როგორც კი ჩვენ მცენარეს 12 საათი ვამყოფებთ სიბნელეში დღე-ღამის მანძილზე, ის ავტომატურად “ფიქრობს” რომ ზაფხული მიიწურა და დროა ცვლილებების, სიცოცხლის ციკლი დასასრულისკენ მიდის და იწყებს ყვავილედების გაზრდას რადგან გამრავლდეს.

თუ ჩვენ კანაფს დაბადების მომენტიდან 12 საათიან სინათლის ციკლზე გადავიყვანთ, ძალიან მალევე დაიწყებს ყვავილედების გამოტანას, გვანახებს სქესს და ტანმორჩილი მაგრამ სუფთა გენეტიკის მქონე პატარა მონსტრი გაიზრდება. (ერთი მთლიანი დიდი გალოვკა იქნება ანუ)

რათქმაუნდა ამ ტექნიკას აქვს თავის მინუსიც, მოსავლის რაოდენობა ნამდვილად არ იქნება დიდი, მაგრამ ამის გამოსასწორებლად არსებობს მეორე ტექნიკა რომელიც SOG (Sea of Green) სახელით არის ცნობილი.

ეს ტექნიკა გულისხმობს პატარა სივრცეში რაც შეიძლება მეტი მცენარის გაზრდას.

მაგალითად ერთ კვადრატულ მეტრზე 10-15 პატარა 3-5 ლიტრიანი ქოთნების მოთავსებას. 12 საათიანი სიბნელის ტექნიკა მცენარეს არ აძლევს საშუალებას რომ დაიტოტოს, და მხოლოდ სიმაღლეში იზრდებაინ, ამიტომ ხელს ერთმანეთს ფაქტიურად არ უშლიან, თქვენ იყენებთ მხოლოდ ერთ სინათლის წყაროს ყველა ძირზე, საბოლოოდ კი ვიღებთ იმ შედეგს რომ გვაქვს 10-15 პატარა ძირი ერთ პატარა სივრცეშიც რეალურად სადაც მხოლოდ 2 დიდი მცენარე დაეტეოდა. საბოლოო მოსავალი კი SOG ტექნიკით იმაზე 2 ჯერ მეტი გამოდის ვიდრე ნებისმიერი სხვა ტექნიკის გამოყენებისას. რათქმაუნდა დროში მოგებულები რჩებით 60-70 დღეში მოსავალს იღებთ, დენი ბევრად ნაკლები იხარჯება და ყველა ბედნიერია 🙂

რჩევები

1) უმჯობესია გამოიყენოთ კლონირება ასეთი ტექნიკით გაზრდის დროს, რადგან 10-15 კაკალი არც ისე იაფი დაგიჯდებათ ჩვენს პირობებში.

2) ჩემი სუბიექტური აზრით 12-12 იან ციკლზე მცენარე უმჯობესია გადავიყვანოთ 2 კვირიანი ვეგეტაციიშ შემდეგ. ასეთ შემთხვევაში სულ 10 ოდე დღით გვიან მივიღებთ მოსავალს მაგრამ რაოდენობა საგრძნობლად მეტი იქნება, და ავტოყვავილებადი მცენარის დროში დასრულდება.

3) გამოიყენეთ მაქსიმალურად ძლიერი ნათურა, ასეთი ტექნუიკით გაზრდისას 100w ლედ არ გამოდგება.

P.S

ფოტოპერიოდულ მცენარეს ბევრად ძლიერი, სუფთა და ხანგრძლივი ეფექტი აქვს ვიდრე ავტომოყვავილეს და ეს მითი არაა.

P.P.S
მეტი თვალსაჩინოებისთვის რას ნიშნავს SoG ტექნიკა ნახეთ ფოტოებში. ოღონდ ამ შედეგისთვის უნდა მოაცალოთ სავენტილაციო ფოთლები, თორემ გვერდებში მაინც წავლენ ცოტას 😀 თუ არც ისე ბევრი ძირი არ გაქვთ მაშინ შეიძლება დატოვება.

სულ ეს იყო, წარმატებულ გროუს გისურვებთ!

სტატიის ავტორია ჩვენი ჯგუფის წევრი: Igor Golicinski

შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

Discover more from Cannapedia • კანაპედია

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.