TOP 5 ინდიკა – კანაპედიას რეიტინგი

სატივა, ინდიკა, ჰიბრიდი – ეს კანაფის ჯიშების მთავარი განმასხვავებელი ეპითეტებია. ამ სტატიაში გვინდა წარმოგიდგინოთ კანაპედიას რეიტინგის მიხედვით დალაგებული საუკეთესო 5 ინდიკა, რომლებმაც ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტი ნახვა დაიმსახურეს.

1. Blueberry

ნამდვილი A კლასის ინდიკა. Blueberry-ს ლეგენდარული სტატუსი მიენიჭა 2000 წელს საუკეთესო ინდიკას ჯილდოს მოპოვების შემდეგ. სთრეინის ისტორია იწყება 1970-იანი წლებიდან, როდესაც ამერიკელი შემჯვარებელი “DJ Short” ექსპერიმენტებს ატარებდა, რამოდენიმე განსხვავებული მიწის წარმომადგენელ ჯიშებზე და თანამშრომლობდა სხვადასხვა სიდბანკებთან და შემჯვარებლებთან. ამის გამო Blueberry-ს სხვადასხვა ფენოტიპები შეიქმნა და პირველი სახე დაიკარგა, მაგრამ უცვლელი დარჩა ჯიშის ტკბილი არომატი და რელაქსაციური, დიდხნიანი ეიფორიული ეფექტები. მომხმარებლების ძირითადი აზრი ამ ჯიშთან დაკავშირებით შემდგომში მდგომარეობს: არანაირი ტკივილი და სტრესი, თქვენი აზროვნება გაიწმინდება და ფოკუსირდება.

ჯიშის განხილვის სრულად წაკითხვა

2. God’s Gift

სთრეინი, რომელიც 2005 წელს პოპულარული გახდა კალიფორნიის დისპენსერებში, God’s Gift შეიცავს ყურძნის, ციტრუსისა და ჰაშის არომატებს. მისი მშობლები არიან Granddaddy Purple და OG Kush. არ აქვს მნიშვნელობა როგორი High გიყვართ, ეს ჯიში სახელს ამართლებს და ნამდვილად საჩუქარია ნებისმიერი მოყვარულისთვის, რომელიც დაჯილდოვდება 18-22%-მდე შემცველობის THC-თა და ძილიმომგვრელი რელაქსაციური ტალღებით. ყვავილობა 8-9 კვირა გრძელდება.

ჯიშის განხილვის სრულად წაკითხვა

3. Northern Lights

Northern Lights (ჩრდილოეთის ნათება) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯიშია, ნამდვილი ინდიკა, დაფასებული თავისი წებოვანი ყვავილედების, სწრაფი ყვავილობისა და გამორჩეული სილამაზის გამო ზრდის დროს. Afghani ინდიკისა და Thai სატივის შთამომავალი გავრცელებული ხმების თანახმად პირველად სიეტლში, ვაშინგტონში გამოჩნდა, მაგრამ რეალურად ჰოლანდიიდან გავრცელდა 1985 წლის შემდეგ.

მომძაფრო ტკბილმცხარე არომატი აქვს კრისტალებით დაფარულ ყვავილედებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ელვარე იისფერ შეფერილობას იძენენ. Northern Lights-ის ფსიქოაქტიური ეფექტი ნელნელა ჯდება ორგანიზმში და გიდუნებს კუნთებსა და ტვინს, რის შემდეგაც წყნარი წარმოსახვითი ეიფორია გეუფლება. მისი კომფორტული სიზარმაცე საშუალებას აძლევს სამედიცინო პაციენტებს, უმკურნალონ უძილობას და გაიყუჩონ ტკივილი, როდესაც მალამოსავით მოდებული კმაყოფილება გამოდევნის დეპრესიასა და სტრესს. Northern Lights-ის ყვავილობის დრო 45-50 დღემდე გრძელდება.

ჯიშის განხილვის სრულად წაკითხვა

4. Hindu Kush

Hindu Kush ნამდვილი ინდიკაა, რომელსაც სახელი დაერქვა პაკისტანსა და ავღანეთს შორის 800 კილომეტრზე გადაჭიმული მთების (Hindu Kush Range) საპატივსაცემოდ, სადაც ეს ჯიში გამოიყვანეს. მისი სამშობლოს მკაცრი კლიმატის გამო, ამ სთრეინმა განივითარა სქელი, თეთრი, კრისტალური ტრიქომებით დაფარული დამცავი ფენა, რომელიც ჰაშიშის წარმოებისთვის იდეალურია. ტკბილი, ნიადაგური სურნელით სავსე ყვავილედების მოხმარებისას, Hindu Kush-ს მოაქვს ეიფორიით სავსე დამაწყნარებელი ეფექტები, რომლებიც იდეალურია ტკივილის გასაყუჩებლად და სტრესული დღეების დასაბოლოებლად.

ჯიშის განხილვის სრულად წაკითხვა

5. Granddaddy Purple

2003 წელს კენ ესტსის მიერ წარმოდგენილი Granddaddy Purple (GDP) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინდიკაა, Purple Urkle-სა და Big Bud-ის ნაჯვარი. კალიფორნიაში შექმნილ ამ ჯიშს აქვს ყურძნისა და კენკრის ნარევი არომატი Purple Urkle-სგან, ხოლო მისი ყვავილედების სიდიდე და კომპაქტური, სრული სტრუქტურა Big Bud-ის ჯიშის დამსახურებაა. GDP-ს ყვავილედებს აქვთ იასამნის ფერი, კონტრასტულ თეთრში გადასული, თავისი უხვი რაოდენობის თოვლივით ტრიქომების გამო.

მისი ძლიერი ეფექტები მარტივად აღმოსაჩენია, როგორც ტვინით, ასევე სხეულით მგრძნობელობისას, როდესაც ცერებრალური ეიფორიისა და ფიზიკური რელაქსაციის ტალღა ერთიანად დაგარტყამთ. GDP-ს მოქმედების ქვეშ შესაძლოა თქვენი აზრები სადღაც დაფრინავდეს, როდესაც სხეული ერთ ადგილს მიეჯაჭვება, უმოძრაოდ. როგორც ყველა ძლიერი ინდიკა, GDP ძირითადად ისეთი მომხმარებლების რჩეულია, რომელთაც უწევთ ტკივილთან, სტრესთან, უძილობასთან, კუნთების სპაზმებთან და უმადობასთან ბრძოლა. GDP გროუერებს ასაჩუქრებს დიდი რაოდენობის მოსავლით, და ეს ყველაფერი მხოლოდ 60 დღის შემდეგ ყვავილობის დაწყებიდან.

ჯიშის განხილვის სრულად წაკითხვა

სულ ეს იყო, მოიწონეთ სტატია და განხილვა დაწერეთ კომენტარებში ♥

ბედნიერ გროუინგს გისურვებთ!

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

Discover more from Cannapedia • კანაპედია

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.