ტერპენები: რა არის და როგორ მოქმედებს ლინალოლი?

კანაფის შემადგენლობაში არსებული არომატის მარეგულირებელს ტერპენი
ქვია. ის განსაკუთრებულ როლს თამაშობს მცენარის სამედიცინო თვისებებში.
ტერპენები კანაბინოიდებისგან (THC ან CBD) განსხვავებულ კლასად ითვლებიან და სწორედ ამიტომ ისინი მკვლევარების დიდ ყურადღებას მაინც არ იქცევენ.
კანაფი ბევრ სხვადასხვა ტერპენს შეიცავს, მაგრამ დღეს ჩვენ ლინალოლის
სამედიცინო ეფექტებზე ვკონცენტრირდებით.

C:\Users\Hope\Desktop\LE2566_5.65x2.79_Terp_cards_082619-118.png

კანაფის ტერპენების მიმოხილვა

ტერპენები როგორც წესი კანაფის არომატსა და გემოს არეგულირებენ, ბოლო დროს კი ყურადღება გამახვილდა მათ სამედიცინო „ანტურაჟის ეფექტზე“ (“ანტურაჟის ეფექტი” – ქიმიური ელემენტების ბმა, 110-ზე მეტი კანაბინოიდის ერთობლივი მუშაობა”). სწორედ ამიტომ, მრავალკანაბიონიდიანი და ტერპენიანი კანაფის სარგებელი უფრო დიდია, ვიდრე ცალად აღებული ერთი კანაბინოიდის.  კანაბიონიდებს შეუძლიათ გააძლიეროს ტვინისა და სხეულის აგებულება, მაგრამ “ანტურაჟის ეფექტი” სხეულის სხვადასხვა ნაწილზე სხვადასხვანაირად მოქმედებს.

ტერპენების ტვინზე მოქმედების ეფექტი შეიძლება ზოგიერთი ადამიანისთვის აშკარა იყოს, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე რთული იყო ზუსტი ეფექტისa და ზემოქმედების დადგენა, რომელიც ცვლილებას ადამიანის ხასიათსა და მგრძნობელობაზე იწვევდა, მაგალითად ყნოსვაზე. თქვენი ყნოსვის უნარი დაკავშირებულია ემოციებთან და მოგონებების ცენტრთან ტვინში. სხვა ტერპენებისა და ლინალოლის შეზავება ადამიანში ლავანდის სურნელის აღქმას იწვევს, რაც გიუმჯობესებს ხასიათს და გამშვიდებს. ყნოსვის გაუმჯობესება ტერპენის ერთ-ერთ ეფექტად ითვლება. სარწმუნოა ის ფაქტი , რომ ტერპენები პირდაპირ ზემოქმედებას ახდენენ ტვინსა და მის უჯრედებზე.

ლინალოლის არომატი

ლინალოლი მხოლოდ კანაფში არ გვხვდება. ეს ტერპენი ლავანდის არომატით და გარკვეული სახის სიცხარით ხასიათდება, რაც საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა ბუნებაში და დაახლოებით 200 ტიპის მცენარეს გააჩნია ეს თვისება. მიუხედავად იმისა, კანაფის მომხმარებელი ხარ თუ არა, ორი გრამი ლინალოლი მაინც ხვდება წლიურად შენს ორგანიზმში საკვებიდან. ეს შეიძლება ბევრად მოგეჩვენოს თუმცა თითქმის არ არის იმის შანსი, რომ ამ რაოდენობამ რაიმე ეფექტი გამოიღოს. ლინალოლი ორგანიზმში დიდხანს არ რჩება როგორც მაგალითად კანაფის სხვა ელემენტები, რომელიც სხეულსა და ტვინში ილექება.

კანაფის ჯიშები, რომლებიც ლინალოლს შეიცავენ. 

ლინალოლის მაღალი შემცველობის მხოლოდ რამდენიმე სთრეინი არსებობს. ჩვემოთ ჩამოთვლილია  სამი ყველაზე მაღალი ლინალოლის შემცველობის კანაფი.

  • Do-Si-Dos
  • Scooby Snacks
  • Zkittlez
  • Kosher Kush

ლინალოლის პოტენციური თვისებები

რატომ შეიცავს ამდენი მცენარე ლინალოლს? ის ანტი-მიკრობული უნარის მქონე ელემენტია , რომელიც იცავს მცენარეს პარაზიტებისგან და შესაძლოა ადამიანებში თერაპიის მიზნით იქნას გამოყენებული. ძველ დროს ლინალოლს იყენებდნენ ანტიბიოტიკის დანიშნულებით, ლავანდის ან მიწისთხილის ტოტების სახით. ტრადიციულ მედიცინაში ეს ტერპენი გამოიყენება დამამშვიდებლად და ანტი-ეპილეფსიურ საშუალებად.

ლინალოლი ადამიანში მღელვარების დონეს ამცირებს, ამცირებს ასევე დეპრესიის ნიშნებს. ლინალოლს იყენებენ სახიფათო ადგილებში, რაც ადამიანებში, გამოუვალ მდგომარეობაშიც კი ზრდის ბრძოლისუნარიანობას. ბოლომდე არ არის ამ ტერპენის ეფექტები ლაბორატორიულად დამტკიცებული, თუმცა ფაქტია, რომ ის ადამიანებს დამშვიდებაში ეხმარება.

ლინალოლი ასევე იმუნურ სისტემას უფრო დაცულს ხდის სტრესის დროს.  სტრესი სისხლის ქსოვილებში ცვლილებას იწვევს და ეს იმუნურ სისტემაზეც ისახება. ლიმფოციტების პროცენტი დაწეულია და ნეიტროფილების მომატებული. ორგანიზმში ლინალოლი სტრესს კარგად უშლის ხელს, რაც დნმ-ზე კარგად ჩანს და ამჟღავნებს პარასიმპტომულ ეფექტებს, რაც მაშინ მოგვევლინება, როდესაც ადამიანი დასვენებული და კარგად დანაყრებულია. სწორედ ასეთი ეფექტი აქვს ლინალოლს.

როგორ მოქმედებს ლინალოლი ტვინზე?

კვლევები აჩვენებს, რომ ლინალოლის ეფექტი ტვინზე საკმაოდ კარგად მოქმედებს, ერთის მხრივ ის ბლოკავს გლუტამინის რეცეპტორებს, რაც პოტენციურად ანტი ეპილეფსიურ შედეგს იძლევა და ასევე იწვევს დამამშვიდებელ ეფექტს.

დამატებით ლინალოლმა შეიძლება კუნთების მოდუნება და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი მოგგვაროს. მაგალითად ლინალოლი ამცირებს აცეტილ-ქლორინის სიგნალის ძალას, ტვინის ქიმიური ელემენტის, რომელიც გამოიყოფა მოძრაობისას და დაღლისას. ლინალოლი გამოირჩევა ანესთეზიის ეფექტითაც, რადგან ამცირებს ხერხემლის ტვინიდან თავის ტვინში ტკივილის სიგნალის გადაცემას.

ლინალოლის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, შეიძლება ადენოსინის დონესთანაც კი იქნას შედარებული, ჯამში, ლინალოლს აქვს დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი და განმტვირთავი ეფექტები.

ეს ეფექტები ტკივილისგან განკურნვის თერაპიაში გვეხმარება. მაგალითად გასტრული ოპერაციის წინ მათ, ვინც ლინალოლით გამდიდრებული ლავანდას ზეთი მიიღო ოპერაციის შემდეგ მხოლოდ 46% პროცენტს ჰქონდა პოსტ-ოპერაციული ტკივილები, რაც დიდად განსხვავდება სტანდარტული 82%-იანი მაჩვენებლისგან.

ლინალოლის პოტენციური სარგებელი ალცჰეიმერის დაავადების დროს.

ალბათ ყველას დაგაინტერესებთ ის ფაქტი , რომ ლინალოლი ალცჰეიმერის მკურნალობაშიც დიდ როლს თამაშობს. ალცჰეიმერის დაავადება პროგრესულად ვითარდება და ის ტვინის ქსოვილების დეგენერაციას ანვითარებს, რაც დროდადრო მეხსიერების დაკარგვით გამოიხატება. ბევრი მეცნიერი მუშაობს ამ ეფექტის შესამცირებლად და თავის ტვინის ნორმალური ფუნცქიონირების აღსადგენად.

2016 წელს იმედისმომცემი კვლევები დაიწყო ლინალოლის გზით ალცჰეიმერის მკურნალობისა. ლინალოლის ეფექტმა საკმაოდ დიდი წინსვლა მოახდინა ამ კვლევებში. ის ხელს უშლის დაავადების გავრცელებას და ამცირებს ტვინის დეგენერაციის სისწრაფეს.

ლინალოლი კლინიკურად ჯერ კიდევ ბევრ-გზით შეუსწავლელია, მაგრამ ალცჰეიმერის დაავადებაზე მომუშავე მეცნიერები ცდილობენ მაქსიმალურად შეისწავლონ მისი ტკივილგამაყუჩებელი, დეპრესიის დამთრგუნველი და სხვა ეფექტები, რაც კიდევ ერთხელ გვეუბნება იმას, რომ ლინალოლი და კანაფის სხვა ტერპენები შესაძლოა საკმაოდ სასარგებლო იყოს ჯანმრთელობისთვის.

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

Discover more from Cannapedia • კანაპედია

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.