“The High Times”-ის პროფესიონალური რჩევები თქვენი მოსავლის ასაღებად

კანაფის მოყვანის საბოლოო სტადიები საჭიროებს მოთმინებას, ცოდნასა და საქმისათვის საჭირო შესაბამის ხელსაწყოებს.  ჩვენ წარმოგიდგენთ  ყველაზე მნიშვნელოვან  ინფორმაციას, თუ როგორ უნდა გააშროთ, მოუაროთ და შეინახოთ სწორად თქვენი უხვი და წებოვანი მოსავალი.

მოსავლის ხარისხი

მიეცით ორ გროუერს თანაბარი რესურსები,  ერთი ჯიშის კანაფი და შეამოწმეთ მათი შედეგი მოსავლის აღებისას: თქვენ დაინახავთ აშკარა სხვაობას ყვავილედების რაოდენობასა  და მათი სიძლიერის ხარისხში.

რა თქმა უნდა, ამგვარი განსხვავება დამოკიდებულია მოვლის მეთოდებსა და მენეჯმენტზეც, მაგრამ უმეტესი წილი მოდის იმაზე, სწორად იქნა თუ არა შერჩეული მოსავლის აღების დრო; როგორ დაამუშავეს, გააშრეს, შეინახეს და ჩაუტარეს თუ არა ქიურინგი.

წარმოიდგინეთ მოთმინებით დამუშავებული, აღებული და შენახული ყვავილედები, რომელთა სიმწიფის მომენტიც ზუსტად იქნა შერჩეული. ნებისმიერმა გამოცდილმა მომხმარებელმა იცის, რომ კარგად დამწიფებული, მოვლილი და შენახული კანაფი ნამდვილი შედევრი იქნება მაშინ, როდესაც არაპროფესიონალურად დამუშავებული იგივე ჯიში გამოდის უხარისხო და გვიტოვებს თივის ასოციაციას.

მოსავლის დასტრესვა

გემრიელი ყვავილედების წარმოება იწყება მცენარის დასტრესვით და არა მისი დაუყოვნებლივი მოჭრით.  მას შემდეგ, რაც ყვავილედი დაასრულებს ზრდას, ჯერ კიდევ ბევრი ბიოლოგიური პროცესი მიმდინარეობს მასში.

კანაფი თავისი სასიცოცხლო ციკლის უკანასკნელ დღეებს ატარებს დაგროვებული ენერგიის შესაჯვარებლად მზა ტრიქომებად (ბუსუსოვანი სტრუქტურის მქონე უჯრედები, რომლებიც მრავლად გვხვდება მდედრი კანაფის ყვავილედებში) გარდაქმნაში.

ტრიქომები და მათ მიერ წარმოებული ფისოვანი მასით სავსე ჯირკვლები საკვანძო ინდიკატორია სიმწიფის პიკის დასაგდენად, რაც თავის მხრივ, გეხმარებათ, ზუსტად განსაზღვროთ თქვენი მცენარის მოჭრის დრო. დასტრესვის პროცესი უნდა დაიწყოს მოსავლის აღების სავარაუდო თარიღამდე 7-10 დღით ადრე.

კანაფის სიმწიფის ინდიკატორები

  • დაბალი ტემპერატურა – იდეალური ვარიანტია 75°F (23.8°C) დღის საათებში და 62-65°F (16.6-18.3°C) ღამის საათებში.
  • ბოქსში შეინარჩუნეთ დაბალი ტენიანობა, სიბნელეშიც და სინათლეშიც თანაბრად, დაახლოებით 40-45% RH-ზე (ფარდობითი ტენიანობა).
  • შეამცირეთ ან სრულიად შეწყვიტეთ საკვები დანამატებისა და სასუქების გამოყენება, განსაკუთრებით მოერიდეთ აზოტის შემცველ საბაზისო სასუქებს.
  • ამ სტადიაზე, ზოგიერთი ჯიშის შემთხვევაში, სინათლის შემცირებას შეუძლია ხელი შეუწყოს მჭიდრო  ყვავილედებს, ამიტომ კარგი იქნება თუ შუქს აწევთ 30 სმ-ით მაღლა, ან გამოიყენებთ ციმციმის ფუნქციას.
  • ბნელი საათების ზრდა ნათელი საათების შემცირების ხარჯზე (10 საათი ანთებული, 14 – ჩამქვრალი) დააჩქარებს სიმწიფის მიღწევას.

სიმწიფისა და მოსავლის აღების დროის განსაზღვრა

არსებობს მოხუცი გროუერის ანდაზა: „თუ ფიქრობ, რომ შენი ყვავილედები მზადაა, მოიცადე კიდევ ერთი კვირა.“  მიუხედავად იმისა, რომ მოთმინება შესაბამისად ჯილდოვდება, შესაძლოა თქვენი ყვავილედების გადამწიფებით დააგდოთ მათი ხარისხი. მოჭერით სიმწიფის პერიოდში, ხანდაზმულობის ასაკის მიღწევამდე, მანამ, სანამ მცენარე დაიწყებს რეგრესირებას.

იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ საუკეთესო ხარისხი, დააკვირდით ტრიქომების თავზე არსებულ, ფისოვანი მასით სავსე ჯირკვლებს. გამადიდებელი შუშა ძალიან გამოგადგებათ, რადგან შეძლებთ კარგად დაათვალიეროთ ისინი. ასევე შეგიძლიათ ფოტო გადაუღოთ და შემდეგ  გაადიდოთ უკეთესი ხილვადობისთვის.

შეამოწმეთ, ჯირკვლების უმეტესობა უნდა იყოს რძისფერი და გაუმჭვირვალე. ნაკლებად მომწიფებული ჯირკვლები უფრო ღია ფერისაა და შედარებით მოკლეც. გადამწიფებულს კი ქარვისფერი დაჰკრავს.

მოსავლის აღება: კარგად დაგეგმილი შეტევა

როგორც მოყვარული გროუერი, აღმოაჩენთ, რომ მოსავლის აღება სასიამოვნო და მარელაქსირებელი პროცესია:  ხედავთ თქვენი შრომის ნაყოფს, რასაც თერაპიული ეფექტი აქვს. ფართომასშტაბიანი მოსავლისას კი, აუცილებლად დაგჭირდებათ შესაბამისი ხელსაწყოები და საკმარისი პერსონალი, რათა აიღოთ და გამოაშროთ კანაფი.

მოსავლის აღების ფუნდამენტური ასპექტები

  • მოსავლის აღების სავარაუდო თარიღამდე ხუთი-ათი დღით ადრე მოჭერით სავენტილაციო ფოთლები
  • წინასწარ უნდა გადაწყვიტოთ, მოსავლის აღებისას მთლიანად მოჭრით და გასაშრობად ჩამოკიდებთ მცენარეს, სპეციალური დანადგარით გამოარჩევთ ცალკეულ ყვავილედებს თუ ხელით გააკეთებთ იმავეს. ვინაიდან ეს განაპირობებს, თუ რა ინსტრუმენტები დაგჭირდებათ და რა მოცულობის სამუშაო გელით წინ.
  • ადგილი, სადაც იმუშავებთ, უნდა იყოს სუფთა, სანიტარულად დაცული და არ უნდა შეგხვდეთ სხვა წინაღობები.  ნამდვილად არ გესიამოვნებათ, მოსავლის აღების პროცესში მაღაზიებში სირბილი თუ მოგიწევთ.
  • დარწმუნდით, რომ გაქვთ სუფთა, სანიტარული ურნები ან ჩანთები, რომლებსაც ადვილად გამოიყენებთ. ზოგი მათგანი დაგჭირდებათ მოჭრილი ტოტების, „დაშაქრული“ ფოთლებისა (სასურველია  ყვავილედის პატარა ფოთლები შეინახოთ შემდგომში გადასამუშავებლად)  და ყვავილედებისთვის.

მოვჭრათ  მთლიანად თუ გამოვარჩიოთ ღეროები?

არ არსებობს სწორი ან მცდარი გზა თქვენი ყვავილედების გასასუფთავებლად. საბოლოო პროდუქტი მეტყველებს თქვენი მოვლისა და აღების ხარისხზე. თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოარჩევთ ყვავილედებს.

გაშრობის შემდეგ ტრიქომული ღეროები ხდება უფრო მყიფე, რის გამოც მოჭრისა და გამორჩევისას ფისოვანი მასა ადვილად იკარგება. ამის გამო, ლოგიკურია, რომ გასუფთავება მოხდეს ჯერ კიდევ მანამ, სანამ მცენარე ნედლია.

ცალკეული ტოტების მოჭრა უფრო ადვილია, ვიდრე მთლიანი მცენარის. სპეციალური ინსტრუმენტით სარგებლობისას,  ჯერ ღეროებს მოაშორეთ სავენტილაციო ფოთლები, შემდეგ კი გამოარჩიეთ უშუალოდ ყვავილედები. ასევე, შეგიძლიათ ხელითაც მოაჭრათ ფოთლები (პარალელურად შეინახეთ „დაშაქრული“ ფოთლებიც). ხელით გაკრეჭილი ტოტები შესაძლოა გააშროთ როგორც ჩამოკიდებით, ასევე მხოლოდ ყვავილედების სპეციალურ საშრობზე მოთავსებით.

ნედლი დამუშავებისას  გასათვალისწინებელი რჩევები.

ახლადმოჭრილი მწიფე კანაფი ძალიან წებოვანია. გამოიყენეთ ხელთათმანები, საიმედოდ დაიფარეთ თმა და ტანსაცმლიდან მოიშორეთ ბოჭკოვანი ნარჩენები, შინაური ცხოველების ბეწვი და მსგავსი ნაწილაკები.

ნედლად მოჭრილი ყვავილედები გამოყოფს ძლიერ სურნელს, ამიტომ წინასწარ მოემზადეთ მის გასანეიტრალებლად: დიდი ალბათობით ის ძლიერ შესამჩნევი იქნება ისეთ ადგილებში, სადაც სავენტილაციო სისტემა არ ფუნქციონირებს. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად გჭირდებათ სურნელის განეიტრალება, შესაძლოა საკმარისი იყოს მისი მოსაშორებელი საშუალებები ან ნეიტრალიზატორები, რომლებსაც განათავსებთ სამუშაო პერიმეტრზე. გააქტიურებული ნახშირბადის ფილტრები დაგეხმარებათ „ინდუსტრიული სუნის“ გაკონტროლებაში.

იმ ბიომასის დიდი რაოდენობით მოჭრით, რომლის შემცველობაშიც 80% წყალია,  მიმდებარე ატმოსფეროში ტენიანობა სწრაფად გაიზრდება. მისი დამწევი საშუალებები თავიდან აგარიდებთ მოსავლის დაობებას და შექმნის უკეთეს გარემოს ყვავილედების გამოსაშრობად. მცირე მოსავლის შემთხვევაში კი ტენიანობა თავისით დაბალანსდება.

რჩევა: გააქტიურებული ნახშირბადი სუნს ნაკლებად ერევა ნესტიან გარემოში, შესაბამისად მშრალ ჰაერს არაერთი სარგებელი მოაქვს.

მექანიზირებული თუ ხელით გამორჩევა?

საბედნიეროდ, თანამედროვე სამყაროში  გროუერებს საკრეჭი მანქანების ფართო არჩევანი აქვთ. ხელით გამორჩევა შეიძლება იყოს ძალიან რთული და ინტენსიური სამუშაო მაშინაც კი, თუ საკმარისი რაოდენობის პერსონალი გყავთ. მექანიკური დანადგარები კი საკმაოდ ბევრ დროს ზოგავს და ზოგიერთ შემთხვევაში პატარა ყვავილედები ვიზუალურად უფრო ლამაზი გამოდის, ვიდრე ხელით დამუშავებისას გამოვიდოდა.

ნებისმიერი საკრეჭი მანქანა ყვავილედებს აშორებს ცოტაოდენ ფისოვან მასას. პროცენტულად ეს შეიძლება იყოს მთელი ფისოვანი მასის 10%. თუმცაღა, ეს მასა რჩება მანქანაშივე, ასე რომ, შესაძლებელია მისი გამოყენება ჰაშის დასამზადებლად.

ნედლი თუ მშრალი მცენარის გასუფთავება

დღითიდღე იზრდება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც გვთავაზობენ მშრალი კრეჭვის მანქანებს. შესაბამისად მიმდინარეობს მუდმივი დებატები,  რა ჯობია, ნედლი თუ მშრალი გასუფთავება. მედლის ორივე მხარეს გვხვდება ლოგიკური არგუმენტები. მიუხედავად ამისა, ფაქტი, რომ ტრიქომები გაშრობისას მყიფდება, უცვლელია. ასე რომ, უმჯობესია ძირითადი დამუშავებითი პროცესები ჩავატაროთ მანამ, სანამ მცენარე ჯერ კიდევ ნედლია.

გაშრობა

თუ სწორად არ გააშრობთ, სერიოზულად დაიწევს თქვენი კანაფის არომატულობის, გემოსა და ეფექტის ხარისხი. ნუ იჩქარებთ – მოთმინება საუკეთესო იარაღია გაშრობის პროცესში. შეეგუეთ, რომ საბოლოო, გამომშრალი პროდუქტი იქნება ნედლი მასის მხოლოდ 20%. თქვენი ყვავილედები ქიურინგის დაწყებამდე დაკარგავს ძირითად ტენიანობას.

თუ ყვავილედებს ძალიან სწრაფად, მაგალითად 1-2 დღეში გააშრობთ ძალიან ცხელ და მშრალ ამინდში – ისინი დაკარგავენ არომატს და ექნებათ თივის გემო. უფრო მეტიც, იქნებიან  უხეში მოსაწევი და არ დაიწვებიან თანაბრად. რბილად მოსაწევი, მაღალი ხარისხის პროდუქტი აჩქარებით არ მიიღება.

ნედლ მცენარეს სჭირდება კარგი განიავება და ტენიანობის თანაბარი დაკარგვა, რათა თავიდან აიცილოთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა ლპობა ან ჭრაქი. იდეალურ შემთხვევაში, პირველი 24 საათის მანძილზე მცენარე სწრაფად კარგავს ტენიანობას, შემდეგ დღეებში კი ეს პროცესი ნელდება. ამგვარად გამომშრალი კანაფი ინარჩუნებს მაღალ ხარისხს და დაავადებათა გაჩენის რისკიც საკმაოდ მცირდება.

ყვავილედები არ უნდა გამოაშროთ 30°C-ზე მაღალ და 24°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ტენიანობა კი უნდა იყოს 30-45%.

ყვავილედები ითვლება გამომშრალად და შემდეგი – ქიურინგის პროცესისთვის მზად, თუ ისინი ტყდება და არ იღუნება. ეს მოჭრიდან და გამოშრობის დაწყებიდან დაახლოებით 5-8 დღეში ხდება. ფრთხილად მოეპყარით მცენარეს, განსაკუთრებით გამომშრალს – უხეში ქმედებებით შესაძლოა შეამციროთ ხარისხი და დაკარგოთ ფისოვანი მასა.

რჩევა: ნუ იჩქარებთ გამომშრალი კანაფის პოლიეთილენის ცელოფნებში და კონტეინერებში შენახვას. ყვავილედების შიდა ნაწილი ჯერ კიდევ ტენიანია, რაც დახურულ სივრცეში ზედაპირზე ამოვა. ეს კი გამოიწვევს არასასიამოვნო სუნისა და ობის განვითარებას.

არასდროს მოათავსოთ ყვავილედები ცხელი ჰაერის ნაკადთან ახლოს და არ გამოაშროთ  მიკროტალღოვან ღუმელში.

ქიურინგი და შენახვა

ქიურინგი მნიშვნელოვანი ბიოლოგიური პროცესია, რომელსაც მიჰყავს კანაფი საუკეთესო ხარისხამდე. ჰაერზე გამოშრობის შემდეგ დახურულ კონტეინერს იყენებენ ღეროს შიდა ნესტის ყვავილედის  ზედაპირზე ამოსატანად.

მას შემდეგ რაც ყვავილედებს ჩაალაგებთ ქილებში, თავიდან აიცილეთ მათი დაპრესვა და თავსახური დააფარეთ რამოდენიმე საათით. შეამჩნევთ, რომ ფსკერზე განთავსებული ყვავილედები დაინესტება. ნელა გადაალაგეთ ქილის შიგთავსი სხვა ქილაში ისე, რომ ფსკერზე მყოფი ყვავილედები ახლა ზედაპირზე აღმოჩნდეს. გაიმეორეთ ეს პროცესი მანამ, სანამ ყვავილედები აღარ დაინესტება მთელი დღე თავდახურულ მდგომარეობაში დატოვების შემდეგაც კი.

ინდიკა ჯიშები სწრაფად მწიფდება და ასევე სწრაფად კარგავს ხარისხს. სატივა კი უმეტესად რამდენიმე თვის შემდეგ უმჯობესდება და უკეთეს ეფექტს გვაძლევს შენახვის თანაბარ  პირობებში.

სწორი გამოშრობისა და ქიურინგის პირობებში შენახული კანაფის ხარისხი შეიძლება შეამციროს მზის სინათლემ, ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის მკვეთრმა ცვლილებამ.

მინისგან დამზადებული ქილები საუკეთესო საშუალებაა კანაფის შესანახად. თუ რა თქმა უნდა, დაიცავთ მზის სხივებისგან და გააჩერებთ 24°C ტემპერატურამდე. საკვების შესანახი ჰერმეტული პაკეტები უკეთესია, ვიდრე ჩვეულებრივი პოლიეთილენისგან წარმოებული და უკეთ ინარჩუნებს ხარისხს.

კანაფის მოყვარულები ეძებენ კანაფის სპეციალურ შესანახ კონტეინერებს, რომლებშიც რეგულირდება შიდა ტენიანობა.

დიდი ხნით შენახვის შემთხვევაში, ჰერმეტული კონტეინერები, რომლებიც შეიცავს აზოტს ან ნახშირორჟანგს მშვენიერი გადაწყვეტილებაა თქვენი კანაფის უსაფრთხოებისთვის.

წყარო

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

Discover more from Cannapedia • კანაპედია

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.