
კანაფის გენეტიკები: Africa (აფრიკული)
აფრიკა ცნობილია თავისი ცნობილი მხეცებით , რომლებიც ტყეებში თავისუფლად დაეხეტებიან. ის ასევე ცნობილია თავისი კულტურული მემკვიდრეობით , და უძველესი პირამიდებით , რომლებიც რამდენიმე ათასწლეულის წინ აშენდნენ.
თუმცა გარდა ამისა, აფრიკა აწარმოებს ერთ-ერთ განსაკუთრებულ კანაფის ჯიშს. აფრიკული კანაფის თესლები სატივას კატეგორიაში ერთიანდება. ამ კატეგორიაში არსებული კანაფებიდან ის გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული ეფექტებით.

ჯიში შექმნილია აფრიკული გენების გამოყენებით რაც არამხოლოდ ენერგიაზე მოგიყვანთ , არამედ ღრმა ეიფორიასა და ბედნიერების შეგრძნებას მოგანიჭებთ , რომელიც ძალიან დიდხანს გაგყვებათ.
ის მოახდენს თქენს სტიმულირებას , გაგიძლიერებთ შეგრძნებებს და საშუალებას მოგცემთ , იმოგზაუროთ საკუთარ გონებაში. კანაფით შესაძლებელია საკმაოდ ძლიერი ეფექტების განცდა , თუმცა ამასთან ერთად მას დაკრავს მიწის სურნელი და არომატი. დონე საკმაოდ მაღალია , რადგან ეს ჯიში არის 100 %-იანი სატივა.
ტკბილი კვირტი , რომელიც დაფარულია ბუსუსებით და საკმაოდ განსხვავებული შეფერილობისაა ნამდვილად ჯადოქრობის უნარის მქონეა.
ეს თესლი აფრიკის კონტინენტზე , რამდენიმე ადგილას იზრდება. ჩვენ აღმოვაჩინეთ რამდენიმე განსხვავებული ჯიში , რომლებსაც რეგიონების მიხედვით განსხვავებული უნიკალური ხასიათი აქვთ. თუმცა ყველა მათგანი არის ძალიან სწრაფად მოქმედი , გაცნობიერებასაც კი ვერ მოასწრებთ , ისე უცებ აღმოჩნდებით გასაოცარ ჰაიში.

მოცემული ჯიში რეკომენდირებულია მათთვის , ვისაც დეპრესია და სტრესი აქვს. ის ამშვიდებს აგზნებულობას და ანვითარებს სასიამოვნო შეგრძნების აღქმის უნარს. ის საშუალოდ 14-16% THC შემცველობისაა , თუმცა მისი ახალი ჰიბრიდი შედარებით უფრო ძლიერია. მისი ზემოქმედება ადამიანის ფუნქციონირებას ხელს არ უშლის , მისი კონცენტრატები საკმაოდ კარგად გამოიყენება მედიცინაშიც.